The posting
დეილი ჯგუფი არის ყველაზე დიდი ჰოლდინგური კომპანია საქართველოში, რომელიც საცალო ვაჭრობის სექტორში აერთიანებს ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა: დეილი, სპარი, მაგნიტი, გვირილა, იოლი, კალათა და ქართული ლუდის კომპანია ზედაზენი.ჰოლდგინის შემადგენლობაშია 2 ლოგისტიკური ცენტრი და 2 მზა კვების საწარმო თბილისსა და ქუთაისში.ჯგუფი აქტიურად განაგრძობს განვითარებას და საქართველოში გახდა ერთ-ერთი პირველი საცალო ვაჭრობის სფეროში, რომელმაც გააფართოვა საოპერაციო არეალი, გასცდა ქვეყნის საზღვრებს და უზბეკეთში, ფრანგულ ,,შივერ გრუპთან” პარტნიორობით, მართავს bi1 ბრენდის ქვეშ შემავალ 40 სუპერმარკეტს. დეილი ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას С კატეგორიის მძღოლის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ორხევი, თენგიზ ჩანტლაძის #40;გრაფიკი: დღის ცვლა, სრული ძირითადი მოვალეობები:სავაჭრო ობიექტისთვის პროდუქციის მიწოდება და შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმება;პროდუქციის უვნებლად და დაუზიანებლად ტრანსპორტირების უზრუველყოფა;სავაჭრო ობიექტიდან პროდუქციის დაბრუნების შემთხვევაში პროდუქციის სწორად მითვლა და შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმება;ობიექტიდან დაბრუნებული პროდუქციის საწყობისთვის სწორად მითვლა. ძირითადი მოთხოვნები:აუცილებელია მანქანის მართვის გამოცდილება (მინიმუმ 1 წელი);აუცილებელია მართვის მოწმობა - C კატეგორია. პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:პასუხისმგებლობის გრძნობა;დეტალებზე ორიენტირებულობა;დისციპლინირებულობა.



