The posting
ევექსი აცხადებს ვაკანსიას ოჯახის ექიმის ასისტენტის პოზიციაზესამუშაო ადგილი: ევექსის პოლიკლინიკები ძირითადი მოვალეობები:• კლინიკის მიერ შემუშავებული პროცედურების და პროტოკოლების შესრულება;• ოჯახის ექიმის დახმარება პაციენტის მიღების/მომსახურეობის გაწევის დროს;•პაციენტთან კომუნიკაციისა და ექიმის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება, ჩანაწერის გაკეთება და მონაცემების შეყვანა კლინიკის ელექტრონულ პროგრამაში;• ოჯახის ექიმთან ერთად პაციენტის კვლევის შედეგების გაცნობა და მომზადება შემდგომი უკუკავშირისთვის;• პაციენტის მომზადება მცირე საოპერაციო ან/და დიაგნოსტიკური მანიპულაციებისთვის;• ორგანიზაციაში არსებული შინაგანაწესის/ბრძანებების/ რეგულაციების/ პროცედურებისა და ინსტრუქციების დაცვა;ვაკანსიის მოთხოვნები:• სპეციალიზებული საშუალო განათლება: საექთნო საქმე/ სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტი VII სემესტრიდან; • სასურველია აღნიშნული მიმართულებით სამუშაო გამოცდილება;• პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა);• ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობაჩვენთან შენ მიიღებ:ტრენინგი და განვითარება - “ევექსი”, როგორც განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია, უზრუნველყოფს სამედიცინო და არასამედიცინო მიმართულებით, თანამშრომელთა გადამზადების პროგრამებს, რომელიც მიმართულია როგორც მათ პროფესიულ, ასევე პიროვნულზრდაზე.ევექსელის ბენეფიტი - ქსელის მასშტაბით, ყველა თანამშრომელს, ყოველგვარი შეზღუდვისა და ლიმიტის გარეშე, აქვს შესაძლებლობა მიიღოს:• 50%-იანი ფასდაკლება ლაბორატორიულ-ინსტრუმენტულ კვლევებზე• 50%-მდე ფასდაკლება სტომატოლოგიურ მომასახურებზე კლინიკა “ნიუ დენტში”• ფასდაკლებები “ჯიპისის” და “ფარმადეპოს” სააფთიაქო ქსელში მედიკამენტებსა და თავის მოვლის საშუალებებზე.ჯანმრთელობის დაზღვევა - ხელმისაწვდომია ყველა თანამშრომლისთვის.ევექსი მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!



