The posting
კომპანია "extra.ge" აცხადებს ვაკანსიას - მომხმარებელთა მრჩევლის პოზიციაზე.Extra.ge არის მაღაზიების ციფრული პლატფორმა, რომელიც აერთიანებს 620-ზე მეტი პარტნიორის 200 000-ზე მეტ ნივთს.Extra-ს ვებ გვერდზე შესაძლებელია მოძებნო დიდი და მცირე მაღაზიები და მათ მიერ განთავსებული საინტერესო პროდუქტების დიდი არჩევანი, რომლებსაც ექსტრას მომხმარებელი შეიძენს საუკეთესო პირობებით.მეტი დეტალისთვის ეწვიეთ ბმულს: https://extra.ge/Extra-ში მომხმარებელთა მრჩევლის როლი მოიაზრებს:* მომხმარებლებისთვის საინფორმაციო მომსახურების გაწევას;* მომხმარებლების მიერ დაფიქსირებულ პრობლემებზე დროულ რეაგირებას;* გამავალი ზარების განხორციელებას;* ონლაინ ჩათის მართვას;* რეპორტების წარმოებას;* ელ.ფოსტის კონტროლიამ პოზიციაზე თავს კომფორტულად იგრძნობ, თუ:* გაქვს ეფექტური კომუნიკაციის უნარი;* გაქვს გუნდური მუშაობის უნარი;* ხარ დეტალებზე ორიენტირებული.ჩვენ გთავაზობთ:* ზრდასა და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;* მეგობრულ და პროგრესულ გუნდში მუშაობის შესაძლებლობას.სამუშაო პირობები:* კვირაში 5 სამუშაო დღე, სტანდარტულად 8 სამუშაო საათი;* გრაფიკი: 14:00 - 23:00სთ* ყოველთვიური ფიქსირებული ანაზღაურება, ბონუსის გამომუშავების საშუალება;* ჯანმრთელობის დაზღვევა;* Fitpass.დასაქმების ადგილი: თბილისი, პეკინის გამზ. N41



