The posting
კლინიკა „მედი“ საქართველოში 1999 წლიდან ფუნქციონირებს, იგი წარმატებულად წარმოადგენს ცნობილი ესთეტიკური ინოვაციების კლინიკათა ქსელს „მედი-ესთეტიკს“ საქართველოში.კლინიკაში წარმოდგენილია ესთეტიკური მედიცინის სრული სპექტრი: პლასტიკური ქირურგია, კოსმეტოლოგია, სტომატოლოგია.სასტუმრო Magnika Resort & Spa შეკვეთილში,ზღვასთან ახლოს,მაგნიტური ქვიშის სანაპიროზე მდებარეობს,გამოირჩევა ულამაზესი ხედებით, სუფთა ჰაერითა და ზომიერი კლიმატით.სასტუმროში წარმოდგენილია 42 თანამედროვე კომფორტული ნომერი, 5 ვილა, ღია აუზი, სპორტული დარბაზი, რესტორნები, ბარი, სპა და გამაჯანსაღებელი ცენტრი.კლინიკა მედი და სასტუმრო მაგნიკა აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის განყოფილების უფროსის პოზიციაზე.ანაზღაურება: ფიქსირებული 3500-4000 (დამოკიდებულია გამოცდილებაზე) +KPI თვიური, კვარტლური და წლიური, შესრულების მიხედვით.ჩვენთან მუშაობის უპირატესობები: ახალი თანამედროვე ოფისი;სუპერ პროფესიონალი კოლეგები;ჯანმრთელობის დაზღვევა;საჩუქრები დაბადების დღეზე;ფასდაკლებები პროცედურებზე;სასაჩუქრე ქულები კომპანიისგან წელიწადში 5 ჯერ.ძირითადი მოვალობები:მარკეტინგის დეპარტამენტის გუნდის ხელმძღვანელობა და კოორდინაცია;საქართველოში არსებული სასტუმროსა და 20 კლინიკის სტრატეგიული გეგმის შემუშავება და განხორციელება;ახალი პაციენტების მოზიდვა კლინიკებში და არსებული პაციენტების შენარჩუნება სხვადასხვა მარკეტინგული მეთოდებით;მომხმარებლების მოძიებისთვის პლათფორმებისა და არხების დეტალურად ცოდნა, განსაკუთრებით Facebook Ads და Google Ads. ჩვენ გვჭირდება ადამიანი, რომელსაც უკვე აქვს ნამუშევარი მსგავსი მეთოდებით და ახლა სპეციალისტის კვალიფიკაცია აქვს;უხელმძღვანელოს მარკეტინგულ აქტივობებს და პროექტებს;მკაცრად დაიცვას კომპანიის პრინციპები,რათა გააერთიანოს ბრენდის სტილი ქსელის ყველა კლინიკაში და უზრუნველყოს მათი მუდმივი მარკეტინგული მხარდაჭერა;შეიმუშავოს და დანერგოს ბრენდის იმიჯის მართვის სტრატეგიები,მათ შორის SERM მეთოდების გამოყენება;ჩაატაროს მომხმარებელთა ანალიზი,შეაფასოს კონკურენტები და აწარმოოს მონიტორინგი ბაზრის ტენდენციებსა და მომხმარებელთა შეხედულების განვითარებაზე;ითანამშრომლოს მომხმარებლებთან მომსახურების დეპარტამენტთან და სხვა განყოფილებებთან,რათა უზრუნველყოს მარკეტინგული ინიციატივები საერთო ბიზნეს მიზნებთან;უზრუნველყოს მედიის დაგეგმვა ციფრულ კამპანიებზე დაყრდნობით. მართოს ბიუჯეტი,უზრუნველყოს ეფექტური ხარჯვისა და ხარჯების განაწილება კომპანიის KPI და დაგეგმილი ფინანსური მაჩვენებლების შე სასრულებლად;უზრუნველყოს ანალიტიკური და ფინანსური მონაცემების მიწოდება;კვალიფიკაციები:მარკეტინგის სფეროში 5+ წლიანი გამოცდილება;2+ წლიანი გამოცდილება მარკეტინგის ხელმძღვანელად,მარკეტინგის პროექტის მენეჯერად ან მარკეტინგის კოორდინატორად;ციფრული მარკეტინგის არხების,მათ შორის SEO , სოციალური მედიის,კონტენტ მარკეტინგისა და ელექტრონული კამპანიების ცოდნა;ბრენდის ფორმირებისა და მართვის მექანიზმების ცოდნა;გლობალური მარკეტინგული სტრატეგიებისა და კამპანიების შექმნისა და მართვის გამოცდილება;ინგლისური და რუსული ენების ცობნა B2 დონეზე ჩაითვლება პრიორიტეტად; პიროვნული თვისებები: ძლიერი ანალიტიკური და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარები;კარგად განვითარებული კომუნიკაციისა და ლიდერობის უნარები;დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი; კანდიდატების შერჩევა წარმოებს გასაუბრების საფუძველზე.დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, ატვირთოთ თქვენი რეზიუმე,გისურვებთ წარმატებებს!



