The posting
კომპანიის აღწერა
ჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.
ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით.
მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.
თიბისის MSME ბიზნესის Daily Banking line-ში ვეძებთ Product Owner-ს, რომელსაც აქვს ფეიმენთების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება, ძლიერი ანალიტიკური აზროვნება და ციფრული საბანკო პროდუქტების განვითარების ინტერესი.
პოზიციის მთავარი მიზანია MSME მომხმარებლებისთვის გადახდებისა და ფულადი ტრანზაქციების პროდუქტების განვითარება, არსებული სერვისების გაუმჯობესება და მომხმარებლისთვის მარტივი, ეფექტიანი და შეუფერხებელი გადახდის გამოცდილების უზრუნველყოფა.
Product Owner პასუხისმგებელი იქნება პროდუქტის განვითარების პროცესის მართვაზე, მომხმარებლის საჭიროებებისა და ბიზნესმიზნების ანალიზზე, პროდუქტის პრიორიტეტების განსაზღვრასა და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებაზე.
სამუშაოს აღწერილობა
- MSME სეგმენტისთვის ფეიმენთების პროდუქტებისა და სერვისების განვითარების სტრატეგიისა და Roadmap-ის ფორმირება;
- გადახდების პროდუქტების განვითარების სრული ციკლის მართვა — იდეიდან დანერგვამდე;
- არსებული საგადახდო პროცესების ანალიზი და მათი გაუმჯობესების შესაძლებლობების იდენტიფიცირება;
- მომხმარებელთა საჭიროებების, ქცევისა და ტრანზაქციული მონაცემების ანალიზი;
- ახალი საგადახდო ფუნქციონალისა და ინიციატივების განსაზღვრა ბიზნესმიზნებისა და მომხმარებლის გამოცდილების გათვალისწინებით;
- Product Backlog-ის მართვა, ამოცანების პრიორიტეტიზაცია და ბიზნესმოთხოვნების ტექნიკურ დავალებებად გარდაქმნა;
- User Story-ებისა და Acceptance Criteria-ს მომზადება;
- დეველოპერებთან, ბიზნესანალიტიკოსებთან, UX/UI დიზაინერებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობა;
- პროდუქტის ეფექტიანობის KPI-ების განსაზღვრა, მონიტორინგი და შედეგების ანალიზი;
- საგადახდო პროცესებში არსებული პრობლემების, შეფერხებებისა და მომხმარებლის გამოცდილებაზე მოქმედი ფაქტორების იდენტიფიცირება;
- ახალი პროდუქტებისა და ფუნქციონალის ტესტირების, დანერგვისა და შემდგომი შეფასების პროცესში მონაწილეობა;
- ბაზრის ტენდენციებისა და საგადახდო ინდუსტრიაში არსებული ინოვაციების შესწავლა და შესაბამისი ინიციატივების დაგეგმვა.
კვალიფიკაცია
- უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების, ეკონომიკის, მათემატიკის, IT-ის ან მომიჯნავე მიმართულებით;
- Product Owner-ის, Product Manager-ის, Business Analyst-ის ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- ფეიმენთების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება საბანკო, ფინანსურ ან Fintech სექტორში;
- საგადახდო პროდუქტებისა და პროცესების ცოდნა;
- ძლიერი ანალიტიკური აზროვნება და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
- ბიზნესმოთხოვნების ანალიზისა და ტექნიკური გუნდებისთვის მათი სწორად ფორმულირების გამოცდილება;
დამატებითი ინფორმაცია
თიბისი ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, შენ შეგიძლია დააფიქსირო შემთხვევა და იყო დარწმუნებული, რომ შეტყობინებას აუცილებლად მოჰყვება რეაგირება. თიბისიში შეგიძლია, შენი ხმა სხვადასხვა საკომუნიკაციო არხით გააჟღერო და ინციდენტი სრულად ანონიმურად ან ღიად დააფიქსირო:
- ანონიმური ვებ-ფორმა #1 – https://form.jotform.me/tbcbank/anonymous-hotline
- ანონიმური ვებ-ფორმა #2 – https://app.safecall.co.uk/ka/file-a-report
- ანონიმური ცხელი ხაზი – 0800 100 268
- ანონიმური წერილი
- ელფოსტა - მისამართი და დეტალური ინფორმაცია ინციდენტის ანონიმურად დაფიქსირებასთან დაკავშირებით შეგიძლია, იხილო ვებ-გვერდზე - ანონიმური მხილება
დაგიკავშირდებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.



