The posting
კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი Self.HR ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც ქმნის ციფრულ ეკოსისტემას ბიზნეს პროცესების ავტომატიზაციისთვის. კომპანია წარმატებით ოპერირებს საქართველოსა და უზბეკეთის ბაზარზე. დღეს Self.HR-ის პლატფორმით 1300-ზე მეტი კომპანია მართავს ორგანიზაციულ პროცესებს. Self HR მობილური აპლიკაციით კი 140,000-ზე მეტი ადამიანი ყოველდღიურად სარგებლობს. კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაციის სანახავად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: www.self.hrSelf.HR-ის გუნდში ვეძებთ მოტივირებულ, ენერგიულ და თავის საქმეზე შეყვარებულ ადამიანს კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.ფუნქცია-მოვალეობები: პოტენციური მომხმარებლების მოძიება და პირველადი სატელეფონო კომუნიკაციის დამყარება; პოტენციური პარტნიორი კომპანიების C level მენეჯმენტთან კომუნიკაცია; პოტენციური მომხმარებლებისთვის პროდუქტის პრეზენტირება და დემო ვერსიის ჩვენება; პოტენციური მომხმარებლების საჭიროებების კვლევა და მათზე მორგებული შეთავაზების მომზადება; შესაბამისი რეპორტების მომზადება.რას ვითხოვთ კანდიდატისგან: სასურველია მინიმალური გამოცდილება კორპორატიული (B2B) გაყიდვების მიმართულებით; უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი, სასურველია ბიზნესის ან ტექოლოგიების მიმართულებით; სასურველია უცხო ენების მაღალ დონეზე ფლობა; საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; გაყიდვების ტექნიკებისა და მოლაპარაკებების წარმოების ტრენინგები ჩაითვლება უპირატესობად.რას ვთავაზოვთ კანდიდატს: კომფორტულ სამუშაო გარემოს და პროფესიონალებით დაკომპლექტებულ გუნდს; სწრაფ განვითარებასა და პარტნიორი კომპანიების სიმრავლეს; ულიმიტო სასაუბროს; ჯანმრთელობის დაზღვევას;განაკვეთი: სრული (ორშაბათი - პარასკევი; 10:00 – 19:00სთ), სრულად ოფისიდან.სამუშო ადგილი: თბილისი, ა. პოლიტკოვსკაიას #3 ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, შავსეთ შემდეგი ველებიგისურვებთ წარმატებას!



