The posting
„დრესაპ ჯგუფი“ 32 წელია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს: Levi’s, Lacoste, CK, Tommy Hilfiger, Tommy Jeans, Gant, Samsonite, Guess, Lee, Wrangler, Jack & Jones, Mavi, Etam, Converse, Vans, Adidas და სხვა. კომპანია წარმოდგენილია 90-ზე მეტი მაღაზიით თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ზუგდიდში. ასევე, ონლაინ მაღაზიით - Dressup.ge. „დრესაპ ჯგუფი“ აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე ქ. თბილისში.სამუშაო პირობები: სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 სთ, 5 სამუშაო დღე, ცვლებში;ანაზღაურება: ფიქსირებული 1200 ლარი + ბონუსი;სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი. ✨ რატომ Dressup?ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სამსახურში თავს დაფასებულად და კომფორტულად გრძნობდე, ამიტომ გთავაზობთ:კორპორატიულ ფასდაკლებას Dressup-ის მაღაზიებში;3 თვის მუშაობის შემდეგ 500 ლარიან „დრესაპის“ ვაუჩერს;საიუბილეო და საქორწინო შვებულებას;საჩუქარს შვილის დაბადების შემთხვევაში;კარიერული განვითარებისა და დაწინაურების რეალურ შესაძლებლობას;ჯანმრთელობის დაზღვევას;FitPass-ის მომსახურებაზე განსაკუთრებულ პირობებს;მრავალფეროვან ბონუსებისა და მოტივაციის სისტემას. ფუნქციები და მოვალეობები:მაღაზიის საწყობის მოწესრიგება/მონიტორინგი;კოლექციის მიღება, საწყობში განთავსება, დარბაზში გამოსატანი მოდელების განცალკევება;პროდუქციის გატანის პროცესისთვის პროდუქციის გადალაგება;ონლაინ მაღაზიისთვის პროდუქციის მომზადება;ვიზუალ მერჩენდაიზერის მაღაზიაში ყოფნის დროს შეტანილი პროდუქციის მოწესრიგება;როგორც მიღებული პროდუქციის, ასევე, გასატანი პროდუქციის მდგომარეობისა და ზომების შემოწმება;ყოველ დილით პროდუქციის ზომების გადამოწმება და დარბაზის შევსება;შესაძლებლობის ფარგლებში პროდუქციის ზომების მოძიების პროცესში მაღაზიის თანამშრომლების დახმარება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:სასურველია მსავს სფეროში მუშაობის გამოცდილება;პასუხისმგებლობის მაღალი დონე;მოქნილობა და ოპერატიულობა;ორგანიზებულობა და საქმის დაგეგმვის/კოორდინირების უნარი. კანდიდატთა შერჩევა გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში ატვირთეთ თქვენი CV/რეზიუმე 2026 წლის 1 ნოემბრის ჩათვლით.გისურვებთ წარმატებას!



