The posting
„დრესაპ ჯგუფი“ 32 წელია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს: Levi’s, Lacoste, CK, Tommy Hilfiger, Tommy Jeans, Gant, Samsonite, Guess, Lee, Wrangler, Jack & Jones, Mavi, Etam, Converse, Vans, Adidas და სხვა.კომპანია წარმოდგენილია 90-ზე მეტი მაღაზიით თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ზუგდიდში. ასევე, ონლაინ მაღაზიით - Dressup.ge.Dressup.ge - მოდის სფეროში საქართველოში წამყვანი ელექტრონული კომერციის პლატფორმაა, რომელიც აერთიანებს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს - ეძებს პროდუქტის კატეგორიზების სპეციალისტს. სამუშაო პირობები: სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, კვირაში 40 სთ;ანაზღაურება: გამოცდილებისა და კომპეტენციის შესაბამისად;სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, სათაო ოფისი - დ. გამრეკელის ქ. #19. შენზე ზრუნვა ჩვენთვის მნიშვნელოვანია – ამიტომაც გთავაზობთ: კორპორატიულ ფასდაკლებას პროდუქციაზე;ჯანმრთელობის დაზღვევას;„ფიტპასის“ მომსახურებას;იდეების წახალისებას/მხარდაჭერას. ამ პოზიციაზე შენი მოვალეობები იქნება:პროდუქტის მახასიათებლების მიხედვით მონაცემთა შეგროვება და დამუშავება;პროდუქტის კატეგორიზაცია დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;მონაცემების ხარისხის მონიტორინგი და სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;შემოსული ტვირთების მიხედვით პრიორიტეტების განსაზღვრა და სამუშაო პროცესის ეფექტური მართვა;დამუშავებული ფაილების ატვირთვა ERP სისტემაში;პროდუქტის მართვის გუნდისთვის დამუშავებული ფაილების მიწოდება;აქტიური თანამშრომლობა ბრენდ მენეჯერებთან და პროდუქტის მართვის გუნდთან. შენგან კი დაგვჭირდება:უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის მიმართულებით);სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია საცალო გაყიდვების სფეროში);MS Excel-ის სამუშაო დონეზე ცოდნა;ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე;მიზანდასახულობა და შედეგებზე ორიენტირებულობა;ორგანიზებულობა და საქმის დაგეგმვის უნარი; პასუხისმგებლობის მაღალი დონე. კანდიდატთა შერჩევაგთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV/რეზიუმე ატვირთეთ 2026 წლის 20 დეკემბრის ჩათვლით.დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.გისურვებთ წარმატებას!



