The posting
„დრესაპ ჯგუფი“ 32 წელია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს: Levi’s, Lacoste, CK, Tommy Hilfiger, Tommy Jeans, Gant, Samsonite, Guess, Lee, Wrangler, Jack & Jones, Mavi, Etam, Converse, Vans, Adidas და სხვა.კომპანია წარმოდგენილია 90-ზე მეტი მაღაზიით თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ზუგდიდში. ასევე, ონლაინ მაღაზიით - Dressup.ge.„დრესაპ ჯგუფი“ აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე ქ. ბათუმში.თუ მოდა შენი ინტერესის სფეროა და გინდა კარიერის დაწყება ან განვითარება თანამედროვე, მეგობრულ და მზარდ გარემოში, ეს შესაძლებლობა შენთვისაა.✨ რატომ Dressup?ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სამსახურში თავს დაფასებულად და კომფორტულად გრძნობდე, ამიტომ გთავაზობთ:კორპორატიულ ფასდაკლებას Dressup-ის მაღაზიებში;3 თვის მუშაობის შემდეგ 500 ლარიან „დრესაპის“ ვაუჩერს;საიუბილეო და საქორწინო შვებულებას;საჩუქარს შვილის დაბადების შემთხვევაში;კარიერული განვითარებისა და დაწინაურების რეალურ შესაძლებლობას;ჯანმრთელობის დაზღვევას;FitPass-ის მომსახურებაზე განსაკუთრებულ პირობებს;მრავალფეროვან ბონუსებისა და მოტივაციის სისტემას.სამუშაო პირობებიანაზღაურება: საშუალოდ 1300-1500 ლარი თვეში, (ფიქსირებული 950 ლარი + ბონუსი).სამუშაო გრაფიკი:კვირაში 5 სამუშაო დღე, 2 დასვენების დღე;8 საათიანი ცვლა (1 საათიანი შესვენებით). ცვლები: 09:40-18:40 ან 13:00-22:00;სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი.რას გააკეთებ?მომხმარებლებს გაუწევ პროფესიონალურ კონსულტაციას და დაეხმარები მათ საუკეთესო არჩევანის გაკეთებაში;შექმნი სასიამოვნო, მეგობრულ და მაღალ სტანდარტებზე დაფუძნებულ მომსახურების გამოცდილებას;იზრუნებ სარეალიზაციო დარბაზის მოწესრიგებასა და ვიზუალურ სტანდარტებზე;მიიღებ და განათავსებ პროდუქციას სარეალიზაციო სივრცეში;ითანამშრომლებ გუნდთან საერთო მიზნებისა და საუკეთესო შედეგების მისაღწევად.თუ საკუთარ თავს აქ ხედავ, მაშინ სწორედ შენ გეძებთ...გაინტერესებს მოდა და სიამოვნებას განიჭებს ადამიანებთან ურთიერთობა;ხარ პასუხისმგებლიანი, კომუნიკაბელური და პოზიტიური;გიყვარს ახალი ცოდნის მიღება და მუდმივი განვითარება;შეგიძლია გუნდთან ეფექტური თანამშრომლობა;გსურს იმუშაო გარემოში, სადაც შენი შრომა ფასდება და კარიერული ზრდის შესაძლებლობა რეალურია.თუ მზად ხარ გახდე Dressup Group-ის წარმატებული გუნდის ნაწილი, გამოგვიგზავნე შენი განაცხადი 2026 წლის 25 ოქტომბრის ჩათვლით, ჩვენ მოუთმენლად გელოდებით!დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.გისურვებთ წარმატებას!



