The posting
"დრესაპ ჯგუფი“ 32 წელია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს: Levi’s, Lacoste, CK, Tommy Hilfiger, Tommy Jeans, Gant, Samsonite, Guess, Lee, Wrangler, Jack & Jones, Mavi, Etam, Converse, Vans, Adidas და სხვა.კომპანია წარმოდგენილია 90-ზე მეტი მაღაზიით თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ზუგდიდში. ასევე, ონლაინ მაღაზიით - Dressup.ge."დრესაპ ჯგუფი“ აცხადებს ვაკანსიას მოლარის პოზიციაზე ქ.თბილისში, სავაჭრო ცენტრში - "მერანი". ✨ რატომ Dressup?ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სამსახურში თავს დაფასებულად და კომფორტულად გრძნობდე, ამიტომ გთავაზობთ:კორპორატიულ ფასდაკლებას Dressup-ის მაღაზიებში;3 თვის მუშაობის შემდეგ 500 ლარიან „დრესაპის“ ვაუჩერს;საიუბილეო და საქორწინო შვებულებას;საჩუქარს შვილის დაბადების შემთხვევაში;კარიერული განვითარებისა და დაწინაურების რეალურ შესაძლებლობას;ჯანმრთელობის დაზღვევას;FitPass-ის მომსახურებაზე განსაკუთრებულ პირობებს;მრავალფეროვან ბონუსებისა და მოტივაციის სისტემას. სამუშაო პირობები:ანაზღაურება - 1000 ლარი + ყოველთვიური ბონუსი; სამუშაო გრაფიკი - კვირაში 5 დღე, (8 საათიანი ცვლა დღის მანძილზე, 1 საათი შესვენება).სამუშაო ადგილი - ქ.თბილისი, რუსთაველის გამზ. 42, სავაჭრო ცენტრი "მერანი".ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:სალაროს გამართულად მუშაობის მონიტორინგი;ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით რეალიზაციისას, პროცედურების სრული დაცვა, ფულადი რესურსების დაცულად განთავსება;სარეალიზაციო დარბაზის მოწესრიგება;პროდუქციის მიღება და სარეალიზაციო დარბაზში გადანაწილება;მომხმარებლისათვის კონსულტაციის გაწევა - მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზება, პროდუქტებთან დაკავშირებული ინფორმაციის სრულყოფილად მიწოდება. ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:აუცილებელია სალაროსთან მუშაობის გამოცდილება (FMG-ში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად); საცალო გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;სასურველია უმაღლესი განათლება;სასურველია უცხო ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა. კანდიდატთა შერჩევა: გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV ატვირთეთ 2026 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით.დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.გისურვებთ წარმატებას!



