The posting
"ევექსი" აცხადებს ვაკანსიას ინფრასტრუქტურული პროექტების მენეჯერის პოზიციაზესამუშაო ადგილი: თბილისი, ს.ცინცაძის N24ასამუშაო განრიგი: სრული, სტანდარტულიძირითადი მოვალეობები:ინფრასტრუქტურული (სარემონტო/სარეკონსტრუქციო) პროექტების სრული პროცესის მართვა;ინფრასტრუქტურული (სარემონტო/სარეკონსტრუქციო) პროექტების ზედამხედველობა მისი დაწყებიდან დასრულებამდე;მშენებლობის/სარემონტო სამუშაოების ჩატარების გეგმის, გრაფიკისა და ბიუჯეტის შედგენა;ხარჯთაღრიცხვისა და საჭირო რესურსების (ადამიანური, სამშენებლო მასალების, ხელსაწყოების, დანადგარები) კონტროლი;კონტრაქტორი კომპანიების მოძიება, მოლაპარაკების წარმოება, ხელშეკრულების გაფორმება და შესრულების მონიტორინგი;რემონტის დასრულების შემდეგ, ობიექტისთვის საჭირო ავეჯის, სამედიცინო და არასამედიცინო ინვენტარის შეკვეთის პროცესის მართვა;რემონტის/სარეკონსტრუქციო სამუშაოების ფარგლებში, სარეკლამო და მარკეტინგული მასალების მონტაჟის ზედამხედველობა, მარკეტინგის დეპარტამენტთან კოორდინაციით;სამშენებლო/სარემონტო ობიექტებზე უსაფრთხოების ნორმების კონტროლი კომპანიის შრომის უსაფრთხოების სპეციალისტთან კოორდინაციით;სამშენებლო/სარემონტო სამუშაოების პროექტის ჩაბარება, სამშენებლო მასალების ჩამოწერა და შესრულებული სამუშაოს შესახებ რეპორტის მომზადება;სამუშაო პროცესში წარმოშობილი დაბრკოლებების/სირთულეების იდენტიფიცირება და მათი გადაჭრის გზების უშუალო ხელმძღვანელთან ინიცირება;უშუალო ხელმძღვანელის მიერ მითითებული სხვადასხვა დავალების შესრულება, რაც პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულია მის საქმიანობასთან.ვაკანსიის მოთხოვნები:უმაღლესი განათლება - სასურველია ტექნიკური, არქიტექტურის ან სამშენებლო მიმართულებით;აუცილებელია სამშენებლო პროექტების მართვის სულ მცირე 3 წლიანი გამოცდილება;საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა;სასურველია AutoCAD, ArchiCAD პროგრამების ცოდნა;სავალდებულოა სამშენებლო სტანდარტებისა და ნორმების ცოდნა;ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა); „ევექსი“ მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!



