The posting
"ევექსი" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზესამუშაო ადგილი: თბილისისამუშაო განრიგი: სრული, სტანდარტულიძირითადი მოვალეობები:კომპანიის სახელზე შემოსული და გასული კორესპონდენციისა და ოფიციალური დოკუმენტაციის ადმინისტრირების პროცესის მართვა;ბრძანებების და სხვა ადმინისტრაციული დოკუმენტების წარმოება;კომპანიის ოფიციალური დოკუმენტაციის რეესტრისა და ელექტრონული არქივის წარმოება;მივლინებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის ადმინისტრირება;ოფისში დაგეგმილი შეხვედრების ადმინისტრაციულ/ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა;უშუალო ხელმძღვანელის მიერ მითითებული სხვადასხვა დავალების შესრულება, რაც პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულია მის საქმიანობასთან.ვაკანსიის მოთხოვნები:სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა (განსაკუთრებით Word, Excel)სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა);ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;ჩვენთან შენ მიიღებ:ტრენინგი და განვითარება - “ევექსი”, როგორც განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია, უზრუნველყოფს სამედიცინო და არასამედიცინო მიმართულებით, თანამშრომელთა გადამზადების პროგრამებს, რომელიც მიმართულია როგორც მათ პროფესიულ, ასევე პიროვნულ ზრდაზე.ევექსელის ბენეფიტი - ქსელის მასშტაბით, ყველა თანამშრომელს, ყოველგვარი შეზღუდვისა და ლიმიტის გარეშე, აქვს შესაძლებლობა მიიღოს:50%-იანი ფასდაკლება ლაბორატორიულ-ინსტრუმენტულ კვლევებზე50%-მდე ფასდაკლება სტომატოლოგიურ მომასახურებზე კლინიკა “ნიუ დენტში”ფასდაკლებები “ჯიპისის” და “ფარმადეპოს” სააფთიაქო ქსელში მედიკამენტებსა და თავის მოვლის საშუალებებზე.ჯანმრთელობის დაზღვევა - ხელმისაწვდომია ყველა თანამშრომლისთვის. „ევექსი“ მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!



