The posting
"ევექსი" აცხადებს ვაკანსიას გარემოს დაცვის და სოციალური მენეჯერის პოზიციაზესამუშაო ადგილი: სათავო ოფისი, ს.ცინცაძის N24ასამუშაო განრიგი: სრული, სტანდარტულიძირითადი მოვალეობები:კომპანიაში წინასწარ განსაზღვრული „აუთსორსინგული“ სერვისების მართვა და მონიტორინგი (შრომის, სახანძრო უსაფრთხოება, გარემოს დაცვა, დასუფთავების ნორმები, სამედიცინო ნარჩენების უტილიზაცია, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოება და სხვა)მომსახურების გაწევასთან/სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებული ხელშეკრულებების მონიტორინგი, შრომის უსაფრთხოების და გარემოს დაცვის რეგულაციების უზრუნველყოფის მიზნით;ამბულატორიული დაწესებულებების სამედიცინო და ფარმაცევტული მასალების განადგურებასთან/ნარჩენების მართვასთან დაკავშირებულ პროცესებში ჩართულობა;კანონმდებლობაში შესული სიახლეების საფუძველზე შესაბამისი ზომების განხორციელების დაგეგმვა;ბიზნეს ერთეულების სახელმწიფო რეგულირების ნორმებთან შესაბამისობის იდენტიფიცირება, ინცინდენტების შეფასება და შესაბამისი რეპორტის წარდგენა უშუალო ხელმძღვანელთან;პოტენციური რისკების იდენტიფიცირება, პრევენციის და აღმოფხვრის მიზნით, ღონისძიებების დადგემვა და შესრულების კონტროლი;ISO - ს განსაზღვრული სტანდარტების შესაბამისად სამუშაო პროცესის წარმართვა;უშუალო ხელმძღვანელის მიერ მითითებული სხვადასხვა დავალების შესრულება, რაც პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულია მის საქმიანობასთან.ვაკანსიის მოთხოვნები:უმაღლესი განათლება; სავადებულოა გარემოს დაცვის და შრომის უსაფრთხოების შესაბამისი სერტიფიკატის ფლობა;სასურველია ნარჩენების მართვის მიმართულებით შესაბამისი სერტიფიკატის ფლობა;სასურველია სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება;ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა);ჩვენთან შენ მიიღებ:ტრენინგი და განვითარება - “ევექსი”, როგორც განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია, უზრუნველყოფს სამედიცინო და არასამედიცინო მიმართულებით, თანამშრომელთა გადამზადების პროგრამებს, რომელიც მიმართულია როგორც მათ პროფესიულ, ასევე პიროვნულ ზრდაზე.ევექსელის ბენეფიტი - ქსელის მასშტაბით, ყველა თანამშრომელს, ყოველგვარი შეზღუდვისა და ლიმიტის გარეშე, აქვს შესაძლებლობა მიიღოს:50%-იანი ფასდაკლება ლაბორატორიულ-ინსტრუმენტულ კვლევებზე50%-მდე ფასდაკლება სტომატოლოგიურ მომასახურებზე კლინიკა “ნიუ დენტში”ფასდაკლებები “ჯიპისის” და “ფარმადეპოს” სააფთიაქო ქსელში მედიკამენტებსა და თავის მოვლის საშუალებებზე.ჯანმრთელობის დაზღვევა - ხელმისაწვდომია ყველა თანამშრომლისთვის. „ევექსი“ მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!



