The posting
ევექსი აცხადებს ვაკანსიას ევექს ლაბის რეგისტრატორის პოზიციაზეძირითადი მოვალეობები:• სამედიცინო დაწესებულებაში, მომხმარებლების მომსახურების პროცესის დადგენილი წესის შესაბამისად წარმართვა;• მომხმარებლის საჭიროების იდენტიფიცირება, შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება;• მომხმარებლის სამედიცინო მომსახურებაზე დარეგისტრირება/გადამისამართება;• ქსელში არსებული აქციების/პროექტების შესახებ, მომხმარებლებისთვის ინფორმაციის მიწოდება და შეთავაზება;• ლაბორატიული კვლევების პასუხების გაცემა;• მომსახურების საფასურის გადახდის პროცესის გამართულად და დადგენილი წესების შესაბამისად წარმართვა;• უშუალო ხელმძღვანელის მიერ მითითებული სხვადასხვა დავალების შესრულება, რაც პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულია მის საქმიანობასთან;ვაკანსიის მოთხოვნები:• სასურველია უმაღლესი განათლება; • სასურველია მსგავს პოზიციამე მუშაობის 6 თვიანი გამოცდილება;• ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;• პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა);ჩვენთან შენ მიიღებ:ტრენინგი და განვითარება - “ევექსი”, როგორც განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია, უზრუნველყოფს სამედიცინო და არასამედიცინო მიმართულებით, თანამშრომელთა გადამზადების პროგრამებს, რომელიც მიმართულია როგორც მათ პროფესიულ, ასევე პიროვნულზრდაზე.ევექსელის ბენეფიტი - ქსელის მასშტაბით, ყველა თანამშრომელს, ყოველგვარი შეზღუდვისა და ლიმიტის გარეშე, აქვს შესაძლებლობა მიიღოს:• 50%-იანი ფასდაკლება ლაბორატორიულ-ინსტრუმენტულ კვლევებზე• 50%-მდე ფასდაკლება სტომატოლოგიურ მომასახურებზე კლინიკა “ნიუ დენტში”• ფასდაკლებები “ჯიპისის” და “ფარმადეპოს” სააფთიაქო ქსელში მედიკამენტებსა და თავის მოვლის საშუალებებზე.ჯანმრთელობის დაზღვევა - ხელმისაწვდომია ყველა თანამშრომლისთვის. ევექსი მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!



