The posting
"ევექსი" აცხადებს ვაკანსიას მეტყველების თერაპევტის პოზიციაზესამუშაო ადგილი: თბილისი; ბახტრიონის 10ბ (ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრი "კარავი")ძირითადი მოვალეობები:ბავშვების შეფასება ენის, მეტყველების და კომუნიკაციის უნარ-ჩვევების, საარტიკულაციო აპარატის, კვების/ღეჭვის შესაძლებლობების მიმართულებით;დარღვევათა დიფერენცია და შემდგომი ინდივიდუალური განვითარების გეგმების განხორციელება;კომუნიკაციისთვის საჭირო სხვადასხვა უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა;მუშაობა ბავშვებთან განსავითარებელ უნარებზე ენის, მეტყველებისა და კომუნიკაციის მიმართულებით, ასევე კვებისა და პირის ღრუს ტაქტილურ სტიმულებზე საჭიროებისამებრ;მშობელთა კონსულტირება და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა;ინდივიდუალური მომსახურების გეგმის შედგენა და განხორციელება;შესრულებული სამუშაოს შესახებ რეგულარული ჩანაწერების განხორციელება;ბავშვთან ჩართულ სხვა სპეციალისტებთან თანამშრომლობა;ვაკანსიის მოთხოვნები:კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების თერაპიის მაგისტრის ხარისხი;აუცილებელია კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების მიმართულებით ცოდნის და კომპეტენციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ფლობა;ბავშვისა და მოზარდის ასაკობრივი თავისებურებების ცოდნა;ენა-მეტყველებისა და კვების განვითარების დარღვევების თავისებურებების ცოდნა;სასურველია ჰქონდეს სპეციალური ტრენინგების ან კვალიფიკაციის ასამაღლებელი სასწავლო პროგრამების დამადასტურებელი სერტიფიკატი/ები;ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;„ევექსი“ მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!



