The posting
ევექსი აცხადებს ვაკანსიას საინფორმაციო დესკის პოზიციაზესამუშაო ადგილი: დიდუბის პოლიკლინიკა.სამუშაო გრაფიკი: სრული ძირითადი მოვალეობები:•სამედიცინო დაწესებულებაში, მომხმარებლების მომსახურების პროცესის დადგენილი წესის შესაბამისად წარმართვა;•პაციენტის საავადმყოფო ფურცლის ადმინისტრირება: გახსნა, შესაბამისი ინფორმაციის ასახვა, საჭიროების შემთხვევაში გაგრძელება, გაცემა, დახურვა, ჟურნალში მონაცემების ასახვა;•საჭიროების შემთხვევაში, პაციენტის დამსაქმებელებთან კომუნიკაცია; პაციენტის საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის შესახებ, საჭირო ინფორმაციის მიწოდება;•ადგილობრივი მმართველობითი ორგანოებისგან (მერია, გამგეობა, ჯანდაცვის სამინისტრო, რეფერალური და სხვა) დაფინანსების მიღების მიზნით, პაციენტების ფორმა 100-ების ჯანდაცვის პორტალზე ატვირთვა;•ფორმა 100-ების დამოწმება (საჭიროებიდან გამომდინარე, მენეჯერის ბეჭდითა და ფაქსიმილიით, ექიმის ცოცხალი ხელმოწერით) და პაციენტებისთვის მიწოდება;ვაკანსიის მოთხოვნები:•სასურველია უმაღლესი განათლება (განიხილებიან სტუდენტებიც);•სასურველია მსგავს პოზიციაზე სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება;•საოფისე პროგრამების საშუალო დონეზე ცოდნა;•სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.•პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა);•პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა; ჩვენთან შენ მიიღებ:ტრენინგი და განვითარება - “ევექსი”, როგორც განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია, უზრუნველყოფს სამედიცინო და არასამედიცინო მიმართულებით, თანამშრომელთა გადამზადების პროგრამებს, რომელიც მიმართულია როგორც მათ პროფესიულ, ასევე პიროვნულზრდაზე.ევექსელის ბენეფიტი - ქსელის მასშტაბით, ყველა თანამშრომელს, ყოველგვარი შეზღუდვისა და ლიმიტის გარეშე, აქვს შესაძლებლობა მიიღოს:• 50%-იანი ფასდაკლება ლაბორატორიულ-ინსტრუმენტულ კვლევებზე• 50%-მდე ფასდაკლება სტომატოლოგიურ მომასახურებზე კლინიკა “ნიუ დენტში”• ფასდაკლებები “ჯიპისის” და “ფარმადეპოს” სააფთიაქო ქსელში მედიკამენტებსა და თავის მოვლის საშუალებებზე.ჯანმრთელობის დაზღვევა - ხელმისაწვდომია ყველა თანამშრომლისთვის. ევექსი მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!



