The posting
კომპანია „ნუტრიმაქსი“ აცხადებს ვაკანსიას ავტოდამტვირთველის მძღოლის / საწყობის ოპერატორის პოზიციაზე.სამუშაო ადგილი: ზემო ფონიჭალა, ლ.ღოღობერიძის 67ბ.სამუშაო გრაფიკი:ორშაბათი – პარასკევი: 09:00–18:00შაბათი: 09:00–16:00ანაზღაურება: 1 700 ₾ ხელზე ბენეფიტები:კვება;ჯანმრთელობის დაზღვევა;ტრანსპორტირება (მეტრო ისნის ტერიტორიიდან).ძირითადი მოვალეობები:მზა პროდუქციის მიღება და დასაწყობება;ავტოდამტვირთველის მართვა;პროდუქციის საწყობში სწორად და უსაფრთხოდ განთავსება;მზა პროდუქციის ავტოდამტვირთველით გადატანა;ტრაილერებისა და სატვირთო ავტომობილების პროდუქციით დატვირთვა;დატვირთვა-გადმოტვირთვის პროცესში პროდუქციის უსაფრთხო განთავსების უზრუნველყოფა;საწყობის ტერიტორიაზე პროდუქციის გადაადგილება შესაბამისი წესების დაცვით.ძირითადი მოთხოვნები:ავტოდამტვირთველის მართვის გამოცდილება;საწყობში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;დატვირთვა-გადმოტვირთვის პროცესში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;პასუხისმგებლობისა და ყურადღების მაღალი დონე.კომპანიის შესახებ:„ნუტრიმაქსი“ საკვების წარმოების სფეროში 15-წლიანი გამოცდილების მქონე კომპანიაა, რომელიც აერთიანებს ორ მაღალტექნოლოგიურ საწარმოსა და თანამედროვე ლაბორატორიებს.კომპანიის პროდუქცია წარმოდგენილია როგორც ადგილობრივ, ისე ამიერკავკასიის, შუა აღმოსავლეთისა და აღმოსავლეთ ევროპის ბაზრებზე.დამატებითი ინფორმაცია: www.nutrimax.geდაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ რეზიუმე.ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, თანხმობას აცხადებთ თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვასა და დამუშავებაზე რეზიუმეს გამოგზავნიდან 3 წლის ვადით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.



