The posting
„ევექსი“ აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო სერვისების გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე სამუშაო ადგილი: თბილისი სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 10:00 – 19:00 საათი ძირითადი მოვალეობები:
პოლიკლინიკებში სამედიცინო პროგრამების, სერვისების და პროდუქტების გაყიდვების განხორციელება; ახალი მომხმარებლების მოზიდვა და სამედიცინო სერვისების კონკურენტუნარიანობის გაზრდა; კონკურენტების შეფასება და ბაზრის ტენდენციების მუდმივი მონიტორინგი; სამუშაო პროცესში გამოვლენილ ხარვეზებზე დროული რეაგირება და უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება; პერიოდული რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან, შესრულებული სამუშაოს შესახებ; უშუალო ხელმძღვანელის მიერ მითითებული სხვადასხვა დავალების შესრულება, რაც პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულია მის საქმიანობასთან;
ვაკანსიის მოთხოვნები:
სავალდებულოა უმაღლესი განათლება, სასურველია სამედიცინო მიმართულებით; სასურველია მსგავს პოზიციაზე სამედიცინო ან ფარმაციის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება; საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა - განსაკუთრებით MS Excel; პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა); პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა;
ჩვენთან შენ მიიღებ:
ტრენინგი და განვითარება - “ევექსი”, როგორც განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია, უზრუნველყოფს სამედიცინო და არასამედიცინო მიმართულებით, თანამშრომელთა გადამზადების პროგრამებს, რომელიც მიმართულია როგორც მათ პროფესიულ, ასევე პიროვნულ ზრდაზე. ევექსელის ბენეფიტი - ქსელის მასშტაბით, ყველა თანამშრომელს, ყოველგვარი შეზღუდვისა და ლიმიტის გარეშე, აქვს შესაძლებლობა მიიღოს: 50%-იანი ფასდაკლება ლაბორატორიულ-ინსტრუმენტულ კვლევებზე 50%-მდე ფასდაკლება სტომატოლოგიურ მომასახურებზე კლინიკა “ნიუ დენტში” ფასდაკლებები “ჯიპისის” და “ფარმადეპოს” სააფთიაქო ქსელში მედიკამენტებსა და თავის მოვლის საშუალებებზე. ჯანმრთელობის დაზღვევა - ხელმისაწვდომია ყველა თანამშრომლისთვის.
„ევექსი“ მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!



