The posting
ევექსი აცხადებს ვაკანსიას ლაბორატორიული მომსახურების მედდის პოზიციაზეძირითადი მოვალეობები:ლაბორატორიული კვლევებისთვის საანალიზო მასალის აღება, დამუშავება, შენახვა და ტრანსპორტირებისთვის გამზადება;პაციენტის ბინაზე მომსახურება წინასწარ განსაზღვრული განრიგით;EVEX LAB-ის გახსნა-დახურვა შესაბამისი წესის დაცვით;მომხმარებლების სამედიცინო მომსახურების დაფინანსების წყაროს იდენტიფიცირება;ქსელში არსებული აქციების/პროექტების/დამატებითი სერვისების შესახებ, მომხმარებლებისთვის ინფორმაციის მიწოდება და შეთავაზება;ლაბორატორიაში სანიტარულ–ჰიგიენური ნორმების დაცვა და სამედიცინო ნარჩენების მართვა;ყოველდღიურად, სალაროს დახურვა, წინასწარ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;უშუალო ხელმძღვანელის მიერ მითითებული სხვადასხვა დავალების შესრულების უზრუნველყოფა, რაც პირდაპირ ან არაპირდაპირ არის დაკავშირებული მის საქმიანობასთან;ვაკანსიის მოთხოვნები:სპეციალიზებული საშუალო განთლება: საექთნო საქმე ან უმაღლესი სამედიცინო განათლება ან სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტი VI სემესტრიდან;სასურველია ლაბორატორიული საქმიანობის პრაქტიკული გამოცდილება;საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა;ვენა–პუნქციის ჩატარება და მისი შემდგომი პერიოდის შესაძლო გართულებების მართვა;ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა);ჩვენთან შენ მიიღებ:ტრენინგი და განვითარება - “ევექსი”, როგორც განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია, უზრუნველყოფს სამედიცინო და არასამედიცინო მიმართულებით, თანამშრომელთა გადამზადების პროგრამებს, რომელიც მიმართულია როგორც მათ პროფესიულ, ასევე პიროვნულ ზრდაზე.ევექსელის ბენეფიტი - ქსელის მასშტაბით, ყველა თანამშრომელს, ყოველგვარი შეზღუდვისა და ლიმიტის გარეშე, აქვს შესაძლებლობა მიიღოს:50%-იანი ფასდაკლება ლაბორატორიულ-ინსტრუმენტულ კვლევებზე50%-მდე ფასდაკლება სტომატოლოგიურ მომასახურებზე კლინიკა “ნიუ დენტში”ფასდაკლებები “ჯიპისის” და “ფარმადეპოს” სააფთიაქო ქსელში მედიკამენტებსა და თავის მოვლის საშუალებებზე.ჯანმრთელობის დაზღვევა - ხელმისაწვდომია ყველა თანამშრომლისთვის.ევექსი მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!



