The posting
კომპანია „ჯი-თი გრუპ“-ი აცხადებს ვაკანსიას კომერციული გაყიდვების მრჩეველის პოზიციაზე - BYD-ის კომერციული ავტომობილების მიმართულებით. „ჯი-თი გრუპი“ ჰოლდინგური ტიპის მრავალპროფილიანი კომპანიაა, სხვადასხვა სახის სავაჭრო და მომსახურების ოპერაციებით. კომპანია ოფიციალურად წარმოადგენს წამყვან საერთაშორისო სატვირთო ავტომობილების, სასოფლო და სამეურნეო ტექნიკისა და საცხებ-საპოხი მასალების ბრენდებს: Ford Trucks, Iveco, New Holland, Isuzu,Castrol და სხვა.კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებ გვერდს: www.gtgroup.ge სამუშაო ადგილი: დავით აღმაშენებლის ხეივანი # 216;სამუშაო დრო: სრული; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უმაღლესი განათლება - სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა - B2 დონე;სასურველია გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;MS Office - ის ცოდნა;სასურველია მართვის მოწმობის B კატეგორია;ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ახალი მომხმარებლების მოძიებასა და მათთან პარტნიორული ურთიერთობის ჩამოყალიბებაზე ზრუნვა;კორპორატიული და საცალო მომხმარებლების მონაცემთა ბაზების განვითარების ორგანიზება და პერიოდულად ინფორმაციის განახლება;მომხმარებელის მოთხოვნების, საჭიროებების იდენტიფიცირება და მისგან გამომდინარე წინადადების მომზადება, შეთავაზება და შემდგომი ვიზიტის დაგეგმვა;ყოველთვიურად მომხმარებლების მოზიდვის შესახებ იდეების გენერაცია, დაგეგმვის და განხორციელების ორგანიზება;არსებული ბრენდის პოპულარიზაციაზე ზრუნვა, მარკეტინგის დეპარტამენტთან ერთად მარკეტინგული აქტივობების, კამპანიების, სარეკლამო რგოლების დაგეგმვის და განხორციელების საკითხებში ჩართულობა;საჭიროებისამებრ, მწარმოებლებთან კომუნიკაცია;პიროვნული უნარ-ჩვევები: გაყიდვებისა და მოლაპარაკების წარმოება;შედეგებზე და დეტალებზე ორიენტირებულობა;მოლაპარაკების წარმოება;დროის ეფექტურად მართვა;უკუკავშირისადმი ღიაობა;ანალიტიკურობა;გუნდურად მუშაობა;ჩვენ გთავაზობთ: პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;ჯანმრთელობის დაზღვევას;გისურვებთ წარმატებებს!



