The posting
კომპანია „ჯი-თი გრუპი“ აცხადებს სტაჟირებას სერვისის მრჩევლის პოზიციაზე გაყიდვების შემდგომი მომსახურების დეპარტამენტში.„ჯი-თი გრუპი“ ჰოლდინგური ტიპის მრავალპროფილიანი კომპანიაა, სხვადასხვა სახის სავაჭრო და მომსახურების ოპერაციებით. კომპანია ოფიციალურად წარმოადგენს წამყვან საერთაშორისო სატვირთო ავტომობილების, სასოფლო და სამეურნეო ტექნიკისა და საცხებ-საპოხი მასალების ბრენდებს: Ford Trucks, Iveco, New Holland, Isuzu, Castrol და სხვა.სამუშაო ადგილი: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 216;სტაჟირების პერიოდში შეისწავლით შემდეგ პროცესებს:ვიზიტების დაგეგმვა/ჩაწერა, მომხმარებლის საჭიროებების გარკვევა და მომსახურების პირობების (ფასები, ვადები) გაცნობა;მომხმარებლისგან მიღებული ინფორმაციის გადაცემა ტექნიკურ გუნდსა და სათადარიგო ნაწილების მენეჯერებისთვის;ავტომობილის პირველადი ვიზუალური დათვალიერება და მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმება;სერვისის მიმდინარეობაზე თვალყურის დევნება, ტექნიკოსებთან აქტიური კომუნიკაცია და საჭიროების შემთხვევაში ტესტ-დრაივში მონაწილეობა;სერვისის პროგრამაში მონაცემებისა და ფოტოების სიზუსტის კონტროლი, ასევე ყველა დოკუმენტის სიზუსტის უზრუნველყოფა;დასრულებული სამუშაოებისა და ხარჯების დეტალური განმარტება მომხმარებლისთვის;არასტანდარტულ შემთხვევებსა თუ საგარანტიო საკითხებზე შესაბამის მენეჯერებთან და ხელმძღვანელთან თანამშრომლობა.საკვალიფიკაციო მოთხოვნები:უმაღლესი განათლება - სასურველია ტექნიკური ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;სასურველია ავტომობილის საერთო აგებულების ცოდნა;ინგლისური ენის ცოდნა აუცილებელია;MS Office-ის პროგრამების ცოდნა.ჩვენ გთავაზობთ:კარიერული ზრდის შესაძლებლობას;ჯანმრთელობის დაზღვევას;



