The posting
შპს ,,აი სი არ ტრეიდი“ აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.„აი სი არ ჯგუფის“ ერთ-ერთი კომპანია — შპს „აი სი არ ტრეიდი“წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის საერთაშორისო და ლოკალურ ბრენდებს, მათ შორის:Bata, Bambino, ECCO, Geox, Studio Shoes Gallery, Laboratoria Shoes Gallery, AV LAB, Corso Italia, Scarpiera, Okaïdi და Jacadi.დღეისათვის კომპანია მართავს 60-მდე მაღაზიას თბილისში, რუსთავში, თელავში, ზუგდიდში, ქუთაისსა და ბათუმში.სამუშაო განაკვეთი: სრული; კვირაში 5 დღიანი სრული სამუშაო გრაფიკი, ცვლების მიხედვით; 2 დღე დასვენება. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:• მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის სრულყოფილი ცოდნა;• მომხმარებლის მომსახურება დადგენილი სტანდარტების მიხედვით;• ეფექტიანი გაყიდვების უზრუნველყოფა;• მომხმარებლის კონსულტირება და საჭირეობის შემტხვევაში პროდუქციის შესახებ სრული ინფორმაციის მიწოდება;• ახალი პროდუქციის მიღებაში მონაწილეობა და აქტიური ჩართულობა;• პროდუქციის განთავსება დარბაზსა და საწყობში დადგენილი წესის შესაბამისად;• მენეჯერის სხვა დავალებების შესრულება;• სალაროსთან მუშაობის შემთხვევაში შესაბამისი პროცედურების ზედმიწევნით დაცვა;• სალარო ოპერაციების თანმდევი დოკუმენტაციის სიზუსტის დაცვა.საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები: • სასურველია უცხო ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე; • გუნდური მუშაობის უნარი;• ორგანიზებულობა;• კომუნიკაბელურობა.ჩვენ გთავაზობთ:ანაზღაურებას (ხელზე ასაღები თანხა):საშუალო თვიურ ანაზღაურებას -1100-1300 (ფიქსირებული + ყოველთვიური ბონუსის საშუალო ოდენობა ) + წარმატებული თანამშრომლებისთვის ყოველთვიური ფიქსირებულ დანამატს 140 ლარის ოდენობით;დამატებით, კვარტალური ბონუსის მიღების შესაძლებლობას 100-400 ლარის ოდენობით. მაღაზიისა და ოფისის მასშტაბით კარიერული ზრდის შესაძლებლობას;კორპორატიული ჯანმრთელობის დაზღვევას;კორპორატიული ფიტპასის გააქტიურების შესაძლებლობას;სავაჭრო ობიექტების ლოკაციის ჩამონათვალი:• სავაჭრო ცენტრი „თბილისი მოლი“• სავაჭრო ცენტრი „სითი მოლი საბურთალო“• სავაჭრო ცენტრი „გალერეა თბილისი“ - რუსთაველის გამზ.• სავაჭრო ცენტრი "გლდანი მოლი"• სავაჭრო ცენტრი „ქარვასლა“• სავაჭრო ცენტრი "გლდანი სითი მოლი"• სავაჭრო ცენტრი „ისთ ფოინთი“• მაღაზია ,,აი სი არ ფეხსაცმელი“ ქართულ-ამერიკული მეგობრობის გამზირი 45 (დიღომი)• აღმაშენებლის გამზ. 144• ვაჟა-ფშაველას 26.• პეკინის გამზ. 25• ვაკე, ჭავჭავაძის გამზ.გისურვებთ წარმატებას!



