The posting
ICR ჯგუფი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ორგანიზაციაა საცალო ბიზნესის სფეროში საქართველოში. კომპანიამ 1993 წელს დაიწყო საქმიანობა ქართულ ბაზარზე და ამჟამად 1000-მდე თანამშრომელი ჰყავს. „აი სი არ ჯგუფი“ წარმოადგენს ფეხსაცმლის, ტანსაცმლის, აქსესუარების, ავეჯის საერთაშორისო ბრენდებსა და კვების ობიექტებს. იგი საქართველოს ბაზარზე რამდენიმე შვილობილი კომპანიითაა წარმოდგენილი.,,აი სი არ ჯგუფის“ ერთ-ერთი კომპანია “შპს აი სი არ ტრეიდი“ წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ისეთ საერთაშორისო და ლოკალურ ბრენდებს, როგორებიცაა: ბატა, ბამბინო, ეკკო, ჯეოქსი, სტუდიო ფეხსაცმლის გალერეა, ლაბორატორია ფეხსაცმლის გალერეა, ავ ლაბი, კორსო იტალია, სკარპიერა, რიფლეი, ოკაიდი, ჟაკადი. დღეისათვის კომპანია მართავს 60-ზე მეტ მაღაზიას, რომლებიც განთავსებულია როგორც თბილისში, ასევე საქართველოს სხვა დიდ ქალაქებში: რუსთავი, თელავი, ზუგდიდი, ქუთაისსა და ბათუმში.ჩვენ გთავაზობთ, ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ, მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს, ჩვენი მიზანია თვითოეულ თანამშრომელს მიეცეს პროფესიული ზრდის შესაძლებლობა სტაბილურ და პერსპექტიულ სამუშაო სივრცეში.სამუშაო განაკვეთი: სრული;კვირაში 5 დღიანი სამუშაო გრაფიკი ცვლების მიხედვით (8 საათიანი ცვლა დღის მანძილზე) კვირაში 2 დღე დასვენება. მიმდინარედ ვაკანტური ლოკაციის ჩამონათვალი:ქ. ბათუმიმის: გამსახურდია-მელაშვილის 15/26 ქუჩა, მაღაზია "ბატა";მის: გამსახურდია-მელაშვილის 17/29 ქუჩა, მაღაზია "სკარპიერა";მის: გამსახურდიას ქ. #23, მაღაზია "ოკაიდი"სავაჭრო ცენტრი "მეტრო სითი", (მის: ლეხ და მარია კაჩენსკების 1)სავაჭრო ცენტრი "გრანდ მოლი" (მის: შერიფ ხიმშიაშვილის 29)ჩვენ გთავაზობთ:ანაზღაურებას (ხელზე ასაღები თანხა):საშუალო თვიურ ანაზღაურებას -1100-1200 (ფიქსირებული + ყოველთვიური ბონუსის საშუალო ოდენობა ) + წარმატებული თანამშრომლებისთვის ყოველთვიური ფიქსირებულ დანამატს 140 ლარის ოდენობით;დამატებით, კვარტალური ბონუსის მიღების შესაძლებლობას 100-400 ლარის ოდენობით.მაღაზიისა და ოფისის მასშტაბით კარიერული ზრდის შესაძლებლობას;კორპორატიული ჯანმრთელობის დაზღვევას;კორპორატიული ფიტპასის გააქტიურების შესაძლებლობას;ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:• მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის სრულყოფილი ცოდნა;• მომხმარებლის მომსახურება დადგენილი სტანდარტების მიხედვით;• ეფექტიანი გაყიდვების უზრუნველყოფა;• მომხმარებლის კონსულტირება და საჭირეობის შემთხვევაში პროდუქციის შესახებ სრული ინფორმაციის მიწოდება;• ახალი პროდუქციის მიღებაში მონაწილეობა და აქტიური ჩართულობა;• პროდუქციის განთავსება დარბაზსა და საწყობში დადგენილი წესის შესაბამისად;• სალაროსთან მუშაობის შემთხვევაში შესაბამისი პროცედურების ზედმიწევნით დაცვა;• სალარო ოპერაციების თანმდევი დოკუმენტაციის სიზუსტის დაცვა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:• სასურველია უცხო ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე; • გუნდური მუშაობის უნარი;• ორგანიზებულობა;• კომუნიკაბელურობა.



