The posting
ICR ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას — ლოჯისტიკის უმცროსი მენეჯერის პოზიციაზე„აი სი არ ჯგუფის“ ერთ-ერთი კომპანია — შპს „აი სი არ ტრეიდი“ წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის საერთაშორისო და ლოკალურ ბრენდებს, მათ შორის:Bata, Bambino, ECCO, Geox, Studio Shoes Gallery, Laboratoria Shoes Gallery, AV LAB, Corso Italia, Scarpiera, Okaïdi და Jacadi.დღეისათვის კომპანია მართავს 60-ზე მეტ მაღაზიას თბილისში, რუსთავში, თელავში, ზუგდიდში, ქუთაისსა და ბათუმში.თუ გაქვს გამოცდილება იმპორტისა და ლოგისტიკური პროცესების კოორდინირებაში და გაინტერესებს ამ მიმართლებით განვითარება დინამიკურ გარემოში, შემოგვიერთდი!ძირითადი მოვალეობებიშესყიდვების მენეჯერებისგან შეკვეთებთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება და იმპორტის პროცესის დაგეგმვაში მონაწილეობა;მომწოდებლებთან კომუნიკაცია ტვირთის მზადყოფნის, ტრანსპორტირების ვადებისა და საჭირო დოკუმენტაციის შესახებ;მომწოდებლებისგან ინვოისებისა და სხვა თანმხლები დოკუმენტების მიღება, მონაცემების გადამოწმება და დამუშავება;სატრანსპორტო კომპანიებთან კომუნიკაცია, ტრანსპორტირების პირობებისა და ღირებულებების შედარება, ოპტიმალური ვარიანტის შერჩევაში მონაწილეობა;ტრანსპორტირებისა და განბაჟებისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და შესაბამის მხარეებთან კოორდინაცია;ტვირთის დაზღვევის პროცესის მხარდაჭერა და ტრანსპორტირების მიმდინარეობის მონიტორინგი;სხვადასხვა მომწოდებლის ტვირთების კონსოლიდაციის პროცესში მონაწილეობა;საბაჟო წარმომადგენლისთვის წინასწარი დეკლარირებისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და მიწოდება;ტვირთის მიღებისას გამოვლენილი დანაკლისის ან დაზიანების შემთხვევაში შესაბამის მხარეებთან კომუნიკაცია და საკითხის მოგვარების პროცესში მონაწილეობა;მიღებული ტვირთის პროგრამული ასახვა, შესაბამისი ხარჯების დარიცხვა და მონაცემების დამუშავება.საჭირო გამოცდილება, ცოდნა და უნარები• უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ბიზნესის მართვის ან მომიჯნავე მიმართულებით;• იმპორტის პროცესების ადმინისტრირების პრაქტიკული გამოცდილება;• სასურველია საბაჟო კანონმდებლობის საფუძვლების ცოდნა;• სასურველია საგადასახადო კანონმდებლობის საფუძვლების ცოდნა;• ინგლისური და რუსული ენის სამუშაო დონეზე ცოდნა;• MS Office-ის, განსაკუთრებით Excel-ის კარგი ცოდნა;• პასუხისმგებლობა, ანალიტიკური აზროვნება და გუნდური მუშაობის უნარი.ჩვენ გთავაზობთ• სტაბილურ და დინამიკურ სამუშაო გარემოს საერთაშორისო კომპანიაში;• მეგობრულ და პროფესიონალ გუნდთან თანამშრომლობასა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობებს;• ფიქსირებულ ყოველთვიურ ანაზღაურებასა და წლიურ ბონუსს.გისურვებთ წარმატებას!



