The posting
კომპანია „ჯი-თი გრუპი“ აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მრჩეველის პოზიციაზე – BYD-ის მსუბუქი, ელექტრო და დატენვადი ჰიბრიდული ავტომობილების მიმართულებით.„ჯი-თი გრუპი“ ჰოლდინგური ტიპის მრავალპროფილიანი კომპანიაა, სხვადასხვა სახის სავაჭრო და მომსახურების ოპერაციებით. კომპანია ოფიციალურად წარმოადგენს წამყვან საერთაშორისო სატვირთო ავტომობილების, სასოფლო და სამეურნეო ტექნიკისა და საცხებ-საპოხი მასალების ბრენდებს: Ford Trucks, Iveco, New Holland, Isuzu,Castrol და სხვა.სამუშაო ადგილი: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 216;სამუშაო გრაფიკი : სრული; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უმაღლესი განათლება;სასურველია საავტომობილო სფეროში მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვალება უპირატესობად; MS Office - პროგრამების ცოდნა;B კატეგორიის მართვის მოწმობა;ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: შოურუმში წარმოდგენილი ავტომობილების მახასიათებლების ცოდნა;მომხმარებლის მომსახურების პროცესის მართვა კომპანიაში დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;შემოსულ ზარებზე პასუხი და მომხმარებლის მაქსიმალური ინფორმირება, როგორც გასაყიდ ავტომობილზე, ისე არსებულ მომსახურეობასა და მოქმედ აქციებზე;გაყიდვების პროცესის სრულად წარმართვა: მომხმარებლის საჭიროებების განსაზღვრა და მასზე მორგებული ავტომობილის შერჩევა-შეთავაზება, ტესტ-დრაივის დაგეგმვა, რეალიზაციის შემთხვევაში, შესაბამისი დოკუმენტალური ნაწილის მოწესრიგება, მომხმარებლის ინფორმირება საგარანტიო პირობებზე, მომხმარებლისთვის ავტომობილის გადაცემა სათანადო მდგომარეობაში;ავტომობილის რეალიზაციის ზრდაზე მუდმივი ზრუნვა პოტენციური მომხმარებლების მოძიების და მათთან ეფექტური კომუნიკაციის გზით;ბაზარზე არსებული კონკურენტი კომპანიების შესახებ გარკვეული ინფორმაციის ცოდნა: ღირებულება, მახასიათებლები, სუსტი და ძლიერი მხარეების შედარებითი ანალიზი;ავტომობილების მიღებაში მონაწილეობის მიღება (ვიზუალური დათვალიერება, დასაწყობების/პარკირების დაგეგმვა);შესაკვეთი ავტომობილების განსაზღვრა/დაგეგმვა/შერჩევაში მონაწილეობის მიღება;მონაწილეობის მიღება სხვადასხვა სახის კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრენინგებში;პიროვნული თვისებები: ეფექტური კომუნიკაციის უნარი;დროის ეფექტურად მართვის უნარი;ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობა;გუნდური მუშაობის უნარი;გისურვებთ წარმატებას!



