The posting
კომპანია "ჯი-თი გრუპ"-ი აცხადებს ვაკანსიას სერვისის მრჩეველის პოზიციაზე - ავტობუსების სერვისში"ჯი-თი გრუპი" ჰოლდინგური ტიპის მრავალპროფილიანი კომპანიაა, სხვადასხვა სახის სავაჭრო და მომსახურების ოპერაციებით. კომპანია ოფიციალურად წარმოადგენს წამყვან საერთაშორისო სატვირთო ავტომობილების, სასოფლო და სამეურნეო ტექნიკისა და საცხებ-საპოხი მასალების ბრენდებს: Ford Trucks, Iveco, New Holland, Isuzu, Castrol და სხვა.კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებ გვერდს: https://gtgroup.geსამუშაო ადგილი: თბილისი, დავით სარაჯიშვილის გამზირი N41ა;სამუშაო დრო: სრული განაკვეთი;საკვალიფიკაციო მოთხოვნები:უმაღლესი განათლება - სასურველია ტექნიკური მიმართულებით;სერვისის ოპერაციების ცოდნა და შესაბამისი სამუშაო გამოცდილება;საავტომობილო სფეროს ცოდნა, მათ შორის ტექნიკის შეკეთების, სათადარიგო ნაწილებისა და სერვისის პროცესების მიმართულებით;სათადარიგო ნაწილების ელექტრონულ კატალოგებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;ინგლისური ენის ცოდნა არანაკლებ B2 დონეზე;Microsoft Office-ის პროგრამებთან მუშაობის ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილებაძირითადი მოვალეობები:მომხმარებელთა რეგისტრაცია სერვისის პროგრამაში და მათი მონაცემების სრულყოფილად აღრიცხვა;მომხმარებლის ჩივილების ასახვა, დაზუსტება და რეგისტრაცია შემუშავებული კითხვარის შესაბამისად;ახალი ტექნიკის რეგისტრაცია დადგენილი სავალდებულო ინფორმაციის გათვალისწინებით;სამუშაო ბარათების შექმნა, ჩივილების დაფიქსირება, სამუშაო დავალებისა და PDI-აქტების სერვისის მძღოლისთვის გადაცემა;საჭიროების შემთხვევაში დეფექტური აქტის მომზადება;სარემონტო სამუშაოებისთვის საჭირო ტექნიკური დოკუმენტაციის მოძიება, დამუშავება და ტექნიკოსებისთვის გაზიარება;სერვისისთვის საჭირო სახარჯი მასალების მარაგების კონტროლი;მომხმარებლებთან კომუნიკაცია სატრანსპორტო საშუალებაზე ჩატარებული მომსახურების შესახებ და მომსახურების საფასურის გადახდის მონიტორინგი;სამუშაო დავალების ტექნიკოსებზე ეფექტური გადანაწილება და სამუშაო პროცესის მონიტორინგი;მომსახურებასთან დაკავშირებული ინფორმაციის სრულყოფილად ასახვა საბუღალტრო და სერვისის პროგრამებში;ტექნიკოსების მივლინების დროის დაგეგმვა გაყიდვების შემდგომი მომსახურების მენეჯერთან შეთანხმებით;შეკეთებული ტექნიკის მომხმარებლისთვის გადაცემის პროცედურების ზუსტად და დადგენილი წესების შესაბამისად შესრულება;საჭიროების შემთხვევაში ტექნიკურ კატალოგებთან მუშაობა, მწარმოებლის ელექტრონულ პორტალებზე ინფორმაციის მოძიება და ტექნიკური დახმარების მოთხოვნა ელექტრონული ფოსტით ან სხვა ხელმისაწვდომი არხებით;შეკეთების მოლოდინში მყოფი და გაჩერებული ტექნიკის სიის რეგულარული კონტროლი და შესაბამისი ანგარიშის უშუალო ხელმძღვანელისთვის წარდგენა.პიროვნული თვისებები:ეფექტური კომუნიკაციის უნარი;პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;დროის ეფექტიანი მართვისა და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი;გისურვებთ წარმატებას!



