The posting
ICR ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას — ლოჯისტიკის მენეჯერის პოზიციაზე„აი სი არ ჯგუფის“ ერთ-ერთი კომპანია — შპს „აი სი არ ტრეიდი“ წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის საერთაშორისო და ლოკალურ ბრენდებს, მათ შორის:Bata, Bambino, ECCO, Geox, Studio Shoes Gallery, Laboratoria Shoes Gallery, AV LAB, Corso Italia, Scarpiera, Okaïdi და Jacadi.დღეისათვის კომპანია მართავს 60-ზე მეტ მაღაზიას თბილისში, რუსთავში, თელავში, ზუგდიდში, ქუთაისსა და ბათუმში.თუ გაქვს გამოცდილება იმპორტისა და ლოგისტიკური პროცესების მართვაში და გაინტერესებს ამ მიმართლებით განვითარება დინამიკურ გარემოში, შემოგვიერთდი!ძირითადი მოვალეობები• შესყიდვების მენეჯერისგან შეკვეთებთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება და იმპორტის პროცესის დაგეგმვა;• მომწოდებლებთან კომუნიკაცია ტვირთის სტატუსის, ტრანსპორტირების დეტალებისა და საჭირო დოკუმენტაციის შესახებ;• მომწოდებლებისგან ინვოისების მიღება და შესაბამისი მონაცემების გადამოწმება;• ოპტიმალური სატრანსპორტო კომპანიისა და ტრანსპორტირების ვარიანტის შერჩევა ტრანზიტული ვადებისა და ხარჯების გათვალისწინებით;• ტრანსპორტირებისა და განბაჟებისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება;• ტვირთის დაზღვევის უზრუნველყოფა და ტრანსპორტირების პროცესის მონიტორინგი;• სხვადასხვა მომწოდებლის ტვირთის კონსოლიდაცია ერთ კონტეინერში ოპტიმალური მიწოდების უზრუნველსაყოფად;• საბაჟო წარმომადგენლისთვის დოკუმენტაციის მომზადება წინასწარი დეკლარირების მიზნით;• ტვირთის მიღებისას აღმოჩენილი დანაკლისის ან დაზიანების შემთხვევაში სადაზღვევო და სატრანსპორტო კომპანიებთან საკითხების კოორდინაცია;• მიღებული ტვირთის პროგრამული ასახვა, ხარჯების დარიცხვა, კატეგორიზაცია და ანალიზი.საჭირო გამოცდილება, ცოდნა და უნარები• უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ბიზნესის მართვის ან მომიჯნავე მიმართულებით;• გადაზიდვების ან იმპორტის ადმინისტრირების პრაქტიკული გამოცდილება;• საბაჟო კანონმდებლობის საფუძვლების ცოდნა;• საგადასახადო კანონმდებლობის საფუძვლების ცოდნა;• ინგლისური და რუსული ენის სამუშაო დონეზე ცოდნა;• MS Office-ის, განსაკუთრებით Excel-ის კარგი ცოდნა;• პასუხისმგებლობა, ანალიტიკური აზროვნება და გუნდური მუშაობის უნარი.ჩვენ გთავაზობთ• სტაბილურ და დინამიკურ სამუშაო გარემოს საერთაშორისო კომპანიაში;• მეგობრულ და პროფესიონალ გუნდთან თანამშრომლობას და პროფესიული განვითრების შესაძლებლობებს;• ფიქსირებულ ყოველთვიურ ანაზღაურებასა და წლიურ ბონუსს.გისურვებთ წარმატებას!



