The posting
„დრესაპ ჯგუფი“ 32 წელია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს: Levi’s, Lacoste, CK, Tommy Hilfiger, Tommy Jeans, Gant, Samsonite, Guess, Lee, Wrangler, Jack & Jones, Mavi, Etam, Converse, Vans, Adidas და სხვა.კომპანია წარმოდგენილია 90-ზე მეტი მაღაზიით თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ზუგდიდში. ასევე, ონლაინ მაღაზიით - Dressup.ge. Dressup.ge - მოდის სფეროში საქართველოში წამყვანი ელექტრონული კომერციის პლატფორმაა, რომელიც აერთიანებს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს - ეძებს მონაცემთა და ოპერაციების ანალიტიკოსს, დეტალებზე ორიენტირებულ და პროაქტიულ პროფესიონალს, რომელსაც შეუძლია მონაცემების ბიზნეს ღირებულებად გარდაქმნა, პრობლემების სწრაფად აღმოჩენა და პროცესების გაუმჯობესების შესაძლებლობების დანახვა სწრაფად მზარდ e-commerce გარემოში. ✨ რატომ Dressup?ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სამსახურში თავს დაფასებულად და კომფორტულად გრძნობდე, ამიტომ გთავაზობთ:კორპორატიულ ფასდაკლებას Dressup-ის მაღაზიებში;საიუბილეო და საქორწინო შვებულებას;საჩუქარს შვილის დაბადების შემთხვევაში;კარიერული განვითარებისა და დაწინაურების რეალურ შესაძლებლობას;ჯანმრთელობის დაზღვევას;FitPass-ის მომსახურებაზე განსაკუთრებულ პირობებს. გთავაზობთ შემდეგ სამუშაო ფორმატს:სამუშაო გრაფიკი -კვირაში 40 სთ;სამუშაო ადგილი - სათაო ოფისი, დ. გამრეკელის ქ. #19. ამ პოზიციაზე შენი მოვალეობები იქნება:ბიზნეს მოთხოვნების შეგროვება, ანალიზი და დოკუმენტირება სხვადასხვა Stakeholder-ებთან თანამშრომლობით;Fulfillment პროცესების ანალიზი (შეკვეთის დამუშავების დრო, დაგვიანებები, cancellation-ები, დაბრუნებები) და ოპტიმიზაციის შესაძლებლობების გამოვლენა;მომხმარებელთა მომსახურების ძირითადი მაჩვენებლების ანალიზი (response time, complaint reasons, CSAT/quality trends) და განმეორებადი პრობლემების იდენტიფიცირება;გაყიდვების დინამიკის, კატეგორიების, ბრენდების, პროდუქტებისა და კამპანიების ეფექტიანობის ანალიზი;ბიზნეს ერთეულებიდან მიღებული მოთხოვნების, დავალებებისა და პროექტების საფუძველზე ანალიტიკური ანგარიშების, რეპორტებისა და დეშბორდების მომზადება (ძირითადად: Microsoft Power BI, MS Excel);არსებული მოთხოვნების სტატუსის პერიოდული მონიტორინგი და ვადების კონტროლი;ბიზნეს პროცესებში არსებული სუსტი წერტილების, შეფერხებებისა და დანაკლისების აღმოჩენა და გაუმჯობესების ინიციატივების შეთავაზება მონაცემებზე დაყრდნობით;არასტანდარტული/ერთჯერადი ანალიტიკური დავალებების შესრულება და მენეჯმენტისთვის სწრაფი ანალიტიკური დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადება;მონაცემების სიზუსტისა და ხარისხის კონტროლი;Dressup.ge-ის სამუშაო პროცესებიდან გამომდინარე სხვა საჭირო დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში. შენგან კი დაგვჭირდება:უმაღლესი განათლება (სასურველია ფინანსების, ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის ან კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით);აუცილებელია მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება ბიზნეს/მონაცემთა ანალიტიკის მიმართულებით;Microsoft Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;Microsoft Power BI, Qlik-ის ან სხვა BI/reporting ინსტრუმენტებთან მუშაობის გამოცდილება;სასურველია SQL-ის ცოდნა საშუალო დონეზე (Data Extraction);ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნა;სასურველია e-commerce ბიზნეს პროცესების ცოდნა. კანდიდატთა შერჩევაგთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV/რეზიუმე ატვირთეთ 2026 წლის 25 ნოემბრის ჩათვლით. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.გისურვებთ წარმატებას!



