The posting
„დრესაპ ჯგუფი“ 32 წელია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს: Levi’s, Lacoste, CK, Tommy Hilfiger, Tommy Jeans, Gant, Samsonite, Guess, Lee, Wrangler, Jack & Jones, Mavi, Etam, Converse, Vans, Adidas და სხვა.კომპანია წარმოდგენილია 90-ზე მეტი მაღაზიით თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ზუგდიდში. ასევე, ონლაინ მაღაზიით - Dressup.ge.Dressup.ge - მოდის სფეროში საქართველოში წამყვანი ელექტრონული კომერციის პლატფორმაა, რომელიც აერთიანებს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს - ეძებს შეკვეთების ოპერატორს. სამუშაო პირობები: სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, მირიან მეფის ქ. 68ა;სამუშაო გრაფიკი: ცვლებში - (I ცვლა 09:00-18:00 ან 10:00-19:00 სთ, II ცვლა - 13:00 – 22:00 სთ) კვირაში 5 დღე;ანაზღაურება: ფიქსირებული 1200 + ბონუსი; ✨ რატომ Dressup?ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სამსახურში თავს დაფასებულად და კომფორტულად გრძნობდე, ამიტომ გთავაზობთ:კორპორატიულ ფასდაკლებას Dressup-ის მაღაზიებში;საიუბილეო და საქორწინო შვებულებას;საჩუქარს შვილის დაბადების შემთხვევაში;კარიერული განვითარებისა და დაწინაურების რეალურ შესაძლებლობას;ჯანმრთელობის დაზღვევას;FitPass-ის მომსახურებაზე განსაკუთრებულ პირობებს. ამ პოზიციაზე შენი მოვალეობები იქნება: ონლაინ გაყიდული პროდუქციის მონიტორინგი პროდუქციის სტატუსების დეტალური შემოწმება მაღაზიების და საწყობის მხრიდან მოწოდებული მდომარეობის მიხედვით, სერვის ცენტრში მიღება და დაფასოება;შეკვეთის პროგრამული გატარება და გასაგზავნად მომზადება, კურიერისთვის შესაბამის მდგომარეობაში გადაცემა;RS.ge-ზე პროდუქციის შიდა გადატანისთვის საჭირო დოკუმენტების ატვირთვა;პროდუქციის მიღება ონლაინ მაღაზიაში, ჩაბარება/დადასტურება/შეფუთვა და შესაბამისი პროცესების მონიტორინგი, საჭიროების შემთხვევაში შეკვეთასთან დაკავშირებულ საკითხზე მომხმარებელთან კომუნიკაცია;გადამზიდ/საკურიერო კომპანიების გვერდზე შეკვეთების რეგისტრაცია;Dressup.ge-ს ოპერაციული გუნდის ობიექტიდან (არსებული საწყობიდან) გაყიდული პროდუქციის გასაგზავნად გამზადება;Dressup.ge-ს ოპერაციული გუნდის საწყობის მოწესრიგება და პროდუქციის ქსელის საწყობის მიმართულებით გასატანად გამზადება; Dressup.ge-ის შეკვეთების დეტალების შემოწმება;პრობლემური სიტუაციის შემთხვევაში შესაბამისი პასუხისმგებელი პირის ინფორმირება. შენგან კი დაგვჭირდება:ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;სასურველია მსგავსი მიმართულებით სამუშაო გამოცდილება;სასურველია უმაღლესი განათლება;პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;დეტალებზე ორიენტირებულობა;მომხმარებელსა და მომსახურების ხარისხზე ორიენტირებულობა;გუნდური მუშაობის უნარი;პუნქტუალურობა. კანდიდატთა შერჩევა გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV/რეზიუმე ატვირთეთ 2026 წლის 1 ნოემბრის ჩათვლით.დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.გისურვებთ წარმატებას!



