The posting
„დრესაპ ჯგუფი“ 32 წელია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს: Levi’s, Lacoste, CK, Tommy Hilfiger, Tommy Jeans, Gant, Samsonite, Guess, Lee, Wrangler, Jack & Jones, Mavi, Etam, Converse, Vans, Adidas და სხვა.კომპანია წარმოდგენილია 90-ზე მეტი მაღაზიით თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ზუგდიდში. ასევე, ონლაინ მაღაზიით - Dressup.ge.Dressup.ge - მოდის სფეროში საქართველოში წამყვანი ელექტრონული კომერციის პლატფორმაა, რომელიც აერთიანებს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს - ეძებს ელ. კომერციის მარკეტერს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება სახლის, ბავშვისა და თავის მოვლის კატეგორიების განვითარებაზე, ცნობადობის ზრდასა და გაყიდვების მხარდაჭერაზე. პოზიცია აერთიანებს კატეგორიების მარკეტინგულ მართვასა და პრომო აქტივობების სრულ ციკლს - კომერციული გუნდისგან აქციის მიღებიდან, ბრიფინგისა და შიდა გუნდებთან კოორდინაციიდან საბოლოო გაშვებამდე.✨ რატომ Dressup?ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სამსახურში თავს დაფასებულად და კომფორტულად გრძნობდე, ამიტომ გთავაზობთ:კორპორატიულ ფასდაკლებას Dressup-ის მაღაზიებში;საიუბილეო და საქორწინო შვებულებას;საჩუქარს შვილის დაბადების შემთხვევაში;კარიერული განვითარებისა და დაწინაურების რეალურ შესაძლებლობას;ჯანმრთელობის დაზღვევას;FitPass-ის მომსახურებაზე განსაკუთრებულ პირობებს;იდეების წახალისებას/მხარდაჭერას. სამუშაო პირობები:სამუშაო გრაფიკი -კვირაში 40 სთ;ანაზღაურება - გამოცდილების მიხედვით;სამუშაო ადგილი - სათავო ოფისი, დ. გამრეკელის ქ. #19. ამ პოზიციაზე შენი მოვალეობები იქნება:გაყიდვების, სეზონურობისა და ტენდენციების ანალიზის საფუძველზე საკუთარი კატეგორიების ზრდის შესაძლებლობების იდენტიფიცირება;კატეგორიებისთვის მარკეტინგული სტრატეგიის, მიზნების, საკომუნიკაციო არხებისა და მთავარი გზავნილების განსაზღვრა;კამპანიების დაგეგმვა, აღსრულება და კოორდინაცია;გაყიდვების დინამიკისა და მარკეტინგული შედეგების მონიტორინგი, აქტივობების ეფექტიანობის შეფასება და ყოველთვიური რეპორტინგი;პრომო აქტივობების კალენდრის მართვა და ყოველთვიური SMM და Web კალენდრების ფორმირებაში მონაწილეობა;საერთაშორისო პარტნიორი ბრენდებიდან საჭირო მასალების მოძიება და ადაპტაცია;ინფლუენსერებთან, დიზაინერებთან და სხვა პარტნიორებთან ერთობლივი პროექტების ორგანიზება;საკუთარ კატეგორიებზე აქციების პროცესის სრული მართვა კომერციული გუნდისგან ინფორმაციის მიღებიდან საბოლოო გაშვებამდე: საკომუნიკაციო არხების განსაზღვრა, დიზაინის, კონტენტისა და Digital გუნდებისთვის დეტალური ბრიფების მომზადება, სამუშაო პროცესის კოორდინაცია და საბოლოო მასალების ხარისხის კონტროლი;Dressup.ge-ის სამუშაო პროცესებიდან გამომდინარე სხვა საჭირო დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში. შენგან კი დაგვჭირდება:მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება მარკეტინგის, ციფრული მარკეტინგის, SMM-ის ან მსგავსი მიმართულებით;გაყიდვებისა და მარკეტინგული მონაცემების ანალიზის, ტენდენციებისა და ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირების უნარი;მომხმარებლის საჭიროებებისა და ბიზნესის მიზნების შესაბამის მარკეტინგულ აქტივობებად გარდაქმნის უნარი;ესთეტიკური ხედვა და ვიზუალური თუ კონტენტ-ტრენდების აღქმის უნარი;ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა (სასურველია B2 დონე);სხვადასხვა გუნდთან და გარე პარტნიორებთან ეფექტური თანამშრომლობის, რამდენიმე პარალელური პროცესის მართვისა და დავალებების ბოლომდე მიყვანის უნარი. კანდიდატთა შერჩევა გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV/რეზიუმე ატვირთეთ 2026 წლის 22 ოქტომბრის ჩათვლით. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.გისურვებთ წარმატებას!



