The posting
„დრესაპ ჯგუფი“ 32 წელია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს: Levi’s, Lacoste, CK, Tommy Hilfiger, Tommy Jeans, Gant, Samsonite, Guess, Lee, Wrangler, Jack & Jones, Mavi, Etam, Converse, Vans, Adidas და სხვა.კომპანია წარმოდგენილია 90-ზე მეტი მაღაზიით თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ზუგდიდში. ასევე, ონლაინ მაღაზიით - Dressup.ge.Dressup.ge - მოდის სფეროში საქართველოში წამყვანი ელექტრონული კომერციის პლატფორმაა, რომელიც აერთიანებს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს - ეძებს შიდა კურიერს.სამუშაო პირობები: სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი (დიდი დიღომი, მირიან მეფის ქუჩა)სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, ცვლებში: I ცვლა - 10:00-19:00 სთ, II ცვლა - 13:00-22:00 სთ;ანაზღაურება: ფიქსირებული 1500 ლარი;ავტომობილის ცვეთის ხარჯი - 250 ლარი;მობილური ლიმიტი. ✨ რატომ Dressup?ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სამსახურში თავს დაფასებულად და კომფორტულად გრძნობდე, ამიტომ გთავაზობთ:კორპორატიულ ფასდაკლებას Dressup-ის მაღაზიებში;საიუბილეო და საქორწინო შვებულებას;საჩუქარს შვილის დაბადების შემთხვევაში;კარიერული განვითარებისა და დაწინაურების რეალურ შესაძლებლობას;ჯანმრთელობის დაზღვევას;FitPass-ის მომსახურებაზე განსაკუთრებულ პირობებს. ამ პოზიციაზე შენი მოვალეობები იქნება:Dressup.ge-ზე, ონლაინ გაყიდული პროდუქციის მაღაზიებიდან სერვის ცენტრში მიტანის უზრუნველყოფა;საკანცელარიო და სხვადასხვა ტიპის მასალების/დოკუმენტების კომპანიის მასშტაბით (მაღაზიები, ოფისი) მიტანისა და გადანაწილების უზრუნველყოფა;კომპანიის საკურიერო საქმეებზე გადაადგილება ხელმძღვანელის მითითებით;პრობლემური სიტუაციის შემთხვევაში შესაბამისი პასუხისმგებელი პირის ინფორმირება. შენგან კი დაგვჭირდება:აუცილებელია დაბალი წვის მქონე ავტომობილის ფლობა; საგზაო ნიშნებისა და უსაფრთხოების წესების ცოდნა;სასურველია მსგავსი მიმართულებით სამუშაო გამოცდილება;ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენის საკომუნიკაციო ენაზე ფლობა;პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;დეტალებზე ორიენტირებულობა;მომხმარებელსა და მომსახურების ხარისხზე ორიენტირებულობა;გუნდური მუშაობის უნარი;პუნქტუალურობა. კანდიდატთა შერჩევა გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV/რეზიუმე ატვირთეთ 2026 წლის 30 ოქტომბრის ჩათვლით.დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.გისურვებთ წარმატებას!



