The posting
„დრესაპ ჯგუფი“ 32 წელია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს: Levi’s, Lacoste, CK, Tommy Hilfiger, Tommy Jeans, Gant, Samsonite, Guess, Lee, Wrangler, Jack & Jones, Mavi, Etam, Converse, Vans, Adidas და სხვა.კომპანია წარმოდგენილია 90-ზე მეტი მაღაზიით თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ზუგდიდში. ასევე, ონლაინ მაღაზიით - Dressup.ge.„დრესაპ ჯგუფი“ აცხადებს ვაკანსიას მომხმარებელთა გამოცდილების მენეჯერის პოზიციაზე ქ. თბილისში. სამუშაო პირობები: სამუშაო გრაფიკი: ცვლებში - კვირაში 40 სთ, 2 დღე დასვენება;ანაზღაურება: გამოცდილების მიხედვით;სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, დ. გამრეკელის ქ. #19. ✨ რატომ Dressup?ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სამსახურში თავს დაფასებულად და კომფორტულად გრძნობდე, ამიტომ გთავაზობთ:კორპორატიულ ფასდაკლებას Dressup-ის მაღაზიებში;საიუბილეო და საქორწინო შვებულებას;საჩუქარს შვილის დაბადების შემთხვევაში;კარიერული განვითარებისა და დაწინაურების რეალურ შესაძლებლობას;ჯანმრთელობის დაზღვევას;FitPass-ის მომსახურებაზე განსაკუთრებულ პირობებს. ფუნქციები და მოვალეობები:მომხმარებელთა მომსახურების სტანდარტების შექმნასა და განახლებაში მონაწილეობა ყველა ბრენდისა და მიმართულებისთვის;მომხმარებლის სრული Customer Journey-ის აღწერა, ანალიზი და მუდმივი ოპტიმიზაცია;მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესების ინიციატივების დაგეგმვა და მათი განხორციელების კოორდინაცია;მომხმარებელთა კმაყოფილების გაზომვის სისტემების (CSAT, NPS, CES და სხვა) ადმინისტრირება და განვითარება;მომხმარებელთა გამოკითხვების დაგეგმვა, ორგანიზება და მიღებული შედეგების ანალიზი;მომხმარებელთა უკუკავშირის სხვადასხვა წყაროდან სისტემური შეგროვება და მიღებული ინსაითების მომზადება;მომხმარებლის დაკარგვის (Customer Churn) რისკების ანალიზი და პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა;ნეგატიური უკუკავშირის გამომწვევი მიზეზების ანალიზი;განმეორებადი პრობლემების ტენდენციების იდენტიფიცირება და შესაბამის დეპარტამენტებთან გაუმჯობესების ინიციატივების კოორდინაცია;მომხმარებლის გამოცდილებაზე მოქმედი რისკების მონიტორინგი და მათი შემცირების რეკომენდაციების მომზადება;ორგანიზაციაში მომხმარებელზე ორიენტირებული კულტურის განვითარებისა და პოპულარიზაციის მხარდაჭერა;CX მიმართულებით თანამშრომელთა შეფასების კრიტერიუმების შემუშავებაში მონაწილეობა;ტრენინგების საჭიროებების იდენტიფიცირება და ტრენინგების ჩატარება.საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:ანალიტიკური აზროვნებისა და მონაცემებთან მუშაობის უნარი (Excel, Power BI ან მსგავსი ინსტრუმენტები);მომხმარებელთა გამოცდილების მენეჯერის ან მსგავსი მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;ძლიერი საკომუნიკაციო უნარები - სხვადასხვა გუნდთან და თანამშრომლებთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი;პრეზენტაციის მომზადებისა და წარდგენის უნარი;ტრენინგების ჩატარების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;დეტალებზე ორიენტირებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;ქართული და ინგლისური ენების გამართულად ცოდნა.კანდიდატთა შერჩევაგთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV/რეზიუმე ატვირთეთ 2026 წლის 1 ნოემბერის ჩათვლით.დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებას!



