The posting
„დრესაპ ჯგუფი“ 32 წელია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს: Levi’s, Lacoste, CK, Tommy Hilfiger, Tommy Jeans, Gant, Samsonite, Guess, Lee, Wrangler, Jack & Jones, Mavi, Etam, Converse, Vans, Adidas და სხვა.კომპანია წარმოდგენილია 90-ზე მეტი მაღაზიით თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ზუგდიდში. ასევე, ონლაინ მაღაზიით - Dressup.ge.Dressup.ge - მოდის სფეროში საქართველოში წამყვანი ელექტრონული კომერციის პლატფორმაა, რომელიც აერთიანებს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს - ეძებს Full-Stack დეველოპერს. შენ მიიღებ უშუალო მონაწილეობას მასშტაბირებადი სისტემების განვითარებაში. ჩვენთან დაგხვდება საინტერესო ტექნიკური გამოწვევები:დიდი მოცულობის მონაცემების მუდმივი სინქრონიზაცია;ERP სისტემებთან კავშირი;სისტემების პერფორმანსის ოპტიმიზაცია;მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები პერსონალიზებული შოპინგ-გამოცდილების შესაქმნელად;საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია, AI-ზე დაფუძნებული რეკომენდაციები;საქართველოს ბაზარზე არსებულ, თითქმის ყველა, ონლაინ გადახდის არხთან ინტეგრაცია;სხვა კომპლექსური e-commerce გადაწყვეტილებების დანერგვა.Dressup-ში ჩვენ სიამოვნებით ვახალისებთ ტექნოლოგიურ თავისუფლებასა და ინოვაციებს. შენ გექნება სივრცე და მხარდაჭერა ახალი იდეების განხორციელებისთვის, რათა ერთად შევქმნათ საუკეთესო ციფრული გამოცდილება ჩვენი მომხმარებლებისთვის. ჩვენ გთავაზობთ:კორპორატიულ ფასდაკლებას პროდუქციაზე;ჯანმრთელობის დაზღვევას;ფიტპასის მომსახურებას;იდეების წახალისებას/მხარდაჭერას. სამუშაო პირობები:სამუშაო გრაფიკი - კვირაში 40 სთ;ანაზღაურება - გამოცდილების მიხედვით;სამუშაო ადგილი - სათავო ოფისი, დ. გამრეკელის ქ. #19. ფუნქციები და მოვალეობები:Software დეველოპმენტის სრული პროცესის მართვა კონცეფციიდან შექმნამდე, როგორც Client Side, ისე Server Side (Front-End Development, Back-End Development - Database, Server Architecture Design and Creation, API - REST, Version Control Systems);API-ის დოკუმენტაციის გარჩევა და დიზაინი;ახალი პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა, ასევე კომპანიაში არსებული პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერა და განახლება;შესრულებული სამუშაოების ტექნიკური დოკუმენტაციის შემუშავება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება ვებ აპლიკაციების დეველოპმენტში;Back-End ტექნოლოგიები: PHP-ის (Object Oriented Programming - OOP) სიღრმისეული ცოდნა;Laravel ფრეიმვორქთან მუშაობის გამოცდილება;CMS სისტემებთან მუშაობის გამოცდილება (სასურველია PrestaShop + Symfony);Front-End ტექნოლოგიები: HTML5, CSS3 და JavaScript-ის ცოდნა;Vue.js და Nuxt.js ფრეიმვორქებთან მუშაობის გამოცდილება;მონაცემთა ბაზები და ქეშირება: MySQL (DBMS) ცოდნა: მონაცემთა ბაზის არქიტექტურის დიზაინი, ოპტიმიზაცია და აგება;Caching მექანიზმების გამოყენების გამოცდილება;ინტეგრაციები და ვებ-სერვისები: API-ებთან მუშაობის გამოცდილება (REST, SOAP, JSON, XML);სერვერი და ვერსიების კონტროლი: Git ვერსიების კონტროლის სისტემასთან (Version Control System) მუშაობის გამოცდილება;სასურველია Web Server-ებთან მუშაობის გამოცდილება (Nginx ან Apache);მონიტორინგი და ოპტიმიზაცია: ვებ აპლიკაციებისა და ინფრასტრუქტურის პერფორმანსის მონიტორინგი და ხარვეზების აღმოფხვრა. კანდიდატთა შერჩევაგთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV/რეზიუმე ატვირთეთ 2026 წლის 3 დეკემბრის ჩათვლით.დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.გისურვებთ წარმატებას!



