The posting
„დრესაპ ჯგუფი“ 32 წელია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს: Levi’s, Lacoste, CK, Tommy Hilfiger, Tommy Jeans, Gant, Samsonite, Guess, Lee, Wrangler, Jack & Jones, Mavi, Etam, Converse, Vans, Adidas და სხვა.კომპანია წარმოდგენილია 90-ზე მეტი მაღაზიით თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ზუგდიდში. ასევე, ონლაინ მაღაზიით - Dressup.ge.„დრესაპ ჯგუფი“ აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე მაღაზიაში - LÄTT LIV.LÄTT LIV გთავაზობთ თანამედროვე, მარტივ და ფუნქციურ ნივთებს სახლისა და ყოველდღიური ცხოვრებისათვის, რომლებიც აერთიანებს სილამაზესა და კომფორტს. ✨ რატომ Dressup?ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სამსახურში თავს დაფასებულად და კომფორტულად გრძნობდე, ამიტომ გთავაზობთ:კორპორატიულ ფასდაკლებას Dressup-ის მაღაზიებში;3 თვის მუშაობის შემდეგ 250 ლარიან „დრესაპის“ ვაუჩერს;საიუბილეო და საქორწინო შვებულებას;საჩუქარს შვილის დაბადების შემთხვევაში;კარიერული განვითარებისა და დაწინაურების რეალურ შესაძლებლობას;ჯანმრთელობის დაზღვევას;FitPass-ის მომსახურებაზე განსაკუთრებულ პირობებს;მრავალფეროვან ბონუსებისა და მოტივაციის სისტემას. სამუშაო პირობებისამუშაო გრაფიკი - კვირაში 20 საათი (4 საათიანი ცვლა დღის მანძილზე, კვირაში 5 დღე, 11:00-15:00 სთ ან 16:00-20:00 სთ);დასვენების დღეები - კვირაში 2 დღე;ანაზღაურება - საშუალოდ 550 ლარი;სამუშაო ადგილი - ქ. თბილისი, პეკინის გამზირი #5. ამ პოზიციაზე შენი მოვალეობები იქნება:მომხმარებლისათვის კონსულტაციის გაწევა - მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზება, პროდუქტებთან დაკავშირებული ინფორმაციის სრულყოფილად მიწოდება;სარეალიზაციო დარბაზის მოწესრიგება;პროდუქციის მიღება და სარეალიზაციო დარბაზში გადანაწილება;პროდუქციის გაყიდვა. კანდიდატთა შერჩევა:გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV ატვირთეთ 2026 წლის 3 დეკემბრის ჩათვლით.დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.გისურვებთ წარმატებას!



