The posting
„დრესაპ ჯგუფი“ 32 წელია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს: Levi’s, Lacoste, CK, Tommy Hilfiger, Tommy Jeans, Gant, Samsonite, Guess, Lee, Wrangler, Jack & Jones, Mavi, Etam, Converse, Vans, Adidas და სხვა.კომპანია წარმოდგენილია 90-ზე მეტი მაღაზიით თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ზუგდიდში. ასევე, ონლაინ მაღაზიით - Dressup.ge.„დრესაპ ჯგუფი“ აცხადებს ვაკანსიას რითეილ ბიზნესის განვითარების მენეჯერის პოზიციაზე ქ. თბილისში.„დრესაპ ჯგუფი“ ეძებს გამოცდილ და ინიციატივიან პროფესიონალს, რომელიც აქტიურად ჩაერთვება საცალო ქსელის განვითარებაში, ბიზნესის ეფექტიანობის გაუმჯობესებასა და მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაში.ეს არის შესაძლებლობა გამოცდილი პროფესიონალისთვის, მონაწილეობა მიიღოს ქვეყნის ერთ-ერთი მსხვილი მოდის საცალო ქსელის განვითარებაში, იმუშაოს სხვადასხვა ბიზნეს მიმართულებასთან და უშუალო წვლილი შეიტანოს კომპანიის რიტეილ პროცესებისა და შედეგების გაუმჯობესებაში.სამუშაო პირობები: სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, კვირაში 40 სთ;ანაზღაურება: გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად;სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, კომპანიის სათავო ოფისი, დ. გამრეკელის ქ. #19. ✨რას გთავაზობთ:შესაძლებლობას, მონაწილეობა მიიღოთ ქვეყნის ერთ-ერთი მსხვილი საცალო ქსელის განვითარებასა და მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაში;სხვადასხვა ბიზნეს მიმართულებასთან და გამოცდილ მენეჯერულ გუნდთან თანამშრომლობას;დამოუკიდებლობას, ინიციატივების განხორციელებისა და ბიზნესის გაუმჯობესებაზე რეალური გავლენის მოხდენის შესაძლებლობას;დინამიკურ სამუშაო გარემოს, სადაც ფასდება პროფესიონალიზმი, ინიციატივა და შედეგზე ორიენტირებული მუშაობა;კორპორატიულ ფასდაკლებას Dressup-ის მაღაზიებში;საიუბილეო და საქორწინო შვებულებას;ანაზღაურებად დეკრეტულ შვებულებას;ჯანმრთელობის დაზღვევას;FitPass-ის მომსახურებაზე განსაკუთრებულ პირობებს. ამ პოზიციაზე შენი მოვალეობები იქნება:საცალო ქსელის მასშტაბით საერთო ბიზნეს და საოპერაციო საკითხების გამოვლენა, მათი გადაწყვეტის ორგანიზება და კოორდინაცია;ბიზნეს ერთეულების ხელმძღვანელებთან და ფუნქციურ დეპარტამენტებთან თანამშრომლობით საერთო გამოწვევების ანალიზი, სისტემური პრობლემების გამომწვევი მიზეზების იდენტიფიცირება და გადაწყვეტის გზების შემუშავება;საცალო ქსელის ეფექტიანობის ანალიზი, გაუმჯობესების შესაძლებლობების გამოვლენა და შესაბამისი ინიციატივების შემუშავება;მაღაზიების მართვის მოდელების, საშტატო სტრუქტურებისა და რესურსების განაწილების ანალიზი და გაუმჯობესების რეკომენდაციების მომზადება;საცალო ქსელის მომგებიანობისა და პროდუქტიულობის ზრდაზე მიმართული ინიციატივების შემუშავება, მათი მოსალოდნელი ეფექტის შეფასება და განხორციელების კოორდინაცია;ვიზუალური მერჩენდაიზინგის (VM) პროცესებისა და სტანდარტების გაუმჯობესების შესაძლებლობების გამოვლენა, სავაჭრო სივრცის ეფექტიანობის ზრდაზე მიმართული ინიციატივების შემუშავება და შესაბამის გუნდებთან ერთად მათი განხორციელების კოორდინაცია;საოპერაციო და სხვა დეპარტამენტებთან თანამშრომლობით ახალი პროცესების, სტანდარტებისა და სამუშაო მიდგომების დანერგვის უზრუნველყოფა;ახალი მაღაზიების გახსნის რითეილ ნაწილის ორგანიზება - სამუშაოების დაგეგმვა, ჩართული გუნდების კოორდინაცია და მაღაზიების დროული კომერციული მზადყოფნის უზრუნველყოფა;რითეილ ბიზნესის განვითარების, მომხმარებლის გამოცდილებისა და საცალო ქსელის ეფექტიანობის გაუმჯობესებაზე მიმართული პროექტების დაგეგმვა, განხორციელების მონიტორინგი და მიღწეული შედეგების შეფასება;განხორციელებული ცვლილებებისა და ინიციატივების ეფექტიანობის გაზომვა, შედეგების მონიტორინგი და მონაცემებზე დაფუძნებული შემდგომი რეკომენდაციების მომზადება. ვის ვეძებთ?საცალო ვაჭრობის სფეროში მენეჯერული ან ბიზნესის განვითარების პროექტების მართვის გამოცდილების მქონე პროფესიონალს;ადამიანს, რომელსაც კარგად ესმის საცალო ქსელის მუშაობის სპეციფიკა, პროცესები და ეფექტიანობის ძირითადი მაჩვენებლები;კანდიდატს, რომელსაც აქვს სხვადასხვა გუნდის კოორდინაციის, კომპლექსური საკითხების გადაწყვეტის და ცვლილებების განხორციელების გამოცდილება;ანალიტიკური და სისტემური აზროვნების მქონე პროფესიონალს, რომელსაც შეუძლია პრობლემების გამოვლენა და პრაქტიკული გადაწყვეტილებების შემუშავება;პროაქტიულ, დამოუკიდებელ და შედეგზე ორიენტირებულ ადამიანს, რომელსაც შეუძლია პასუხისმგებლობის აღება და პროექტების ბოლომდე მიყვანა;ძლიერი კომუნიკაციისა და თანამშრომლობის უნარების მქონე კანდიდატს, რომელსაც შეუძლია სხვადასხვა ფუნქციური გუნდის საერთო მიზნის გარშემო გაერთიანება.უპირატესობად ჩაითვლება: მოდის რითეილის, საერთაშორისო ბრენდების ან მსხვილი მულტიბრენდული საცალო ქსელის მართვის გამოცდილება.კანდიდატთა შერჩევაგთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV/რეზიუმე ატვირთეთ 2026 წლის 10 დეკემბრის ჩათვლით.დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.გისურვებთ წარმატებას!



