The posting
„დრესაპ ჯგუფი“ 32 წელია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს: Levi’s, Lacoste, CK, Tommy Hilfiger, Tommy Jeans, Gant, Samsonite, Guess, Lee, Wrangler, Jack & Jones, Mavi, Etam, Converse, Vans, Adidas და სხვა. კომპანია წარმოდგენილია 90-ზე მეტი მაღაზიით თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ზუგდიდში. ასევე, ონლაინ მაღაზიით - Dressup.ge. „დრესაპ ჯგუფი“ აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის საწყობის სუპერვაიზერს პოზიციაზე ქ. თბილისში.სამუშაო პირობები: სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 სთ, 5 სამუშაო დღე, ცვლებში;ანაზღაურება: ფიქსირებული 1100 ლარი + ბონუსი;სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, სავაჭრო ცენტრში - "თბილისი მოლი". ✨ რატომ Dressup?ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სამსახურში თავს დაფასებულად და კომფორტულად გრძნობდე, ამიტომ გთავაზობთ:კორპორატიულ ფასდაკლებას Dressup-ის მაღაზიებში;3 თვის მუშაობის შემდეგ 500 ლარიან „დრესაპის“ ვაუჩერს;საიუბილეო და საქორწინო შვებულებას;საჩუქარს შვილის დაბადების შემთხვევაში;კარიერული განვითარებისა და დაწინაურების რეალურ შესაძლებლობას;ჯანმრთელობის დაზღვევას;FitPass-ის მომსახურებაზე განსაკუთრებულ პირობებს;მრავალფეროვან ბონუსებისა და მოტივაციის სისტემას. ფუნქციები და მოვალეობები:ონლაინ მაღაზიის შეკვეთების მომზადება;პროდუქციის გაცვლა/დაბრუნება;წუნდებული პროდუქციის მოწესრიგება და პროგრამული ასახვა;ონლაინ მაღაზიის ოფისის თანამშრომლებთან კომუნიკაცია;თანამშრომლებისთვის ინფორმაციის გაზიარება ონლაინ მაღაზიის სერვისებზე;ფოტოსტუდიის პროდუქციის მონიტორინგი. საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:სასურველია მსავს სფეროში მუშაობის გამოცდილება;პასუხისმგებლობის მაღალი დონე;ენერგიულობა;მოქნილობა და ოპერატიულობა;ორგანიზებულობა და საქმის დაგეგმვის/კოორდინირების უნარი;დეტალებზე ორიენტირებულობა;გუნდური მუშაობის უნარი. კანდიდატთა შერჩევა გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში ატვირთეთ თქვენი CV/რეზიუმე 2026 წლის 20 ოქტომბრის ჩათვლით.გისურვებთ წარმატებას!



