The posting
„დრესაპ ჯგუფი“ 32 წელია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს: Levi’s, Lacoste, CK, Tommy Hilfiger, Tommy Jeans, Gant, Samsonite, Guess, Lee, Wrangler, Jack & Jones, Mavi, Etam, Converse, Vans, Adidas და სხვა.კომპანია წარმოდგენილია 90-ზე მეტი მაღაზიით თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ზუგდიდში. ასევე, ონლაინ მაღაზიით - Dressup.ge."დრესაპ ჯგუფი“ აცხადებს ვაკანსიას სექციის მენეჯერის პოზიციაზე ჩვილბავშვთა და ახალბედა მშობლებისთვის განკუთვნილ მაღაზიაში - Orchestra, სავაჭრო ცენტრში „ისთ ფოინთი“.Orchestra - ეს არის მსოფლიო მასშტაბით ცნობილი ბრენდი, რომელიც უკვე 20 წელია ქმნის ოჯახზე მორგებულ გარემოს და აერთიანებს ბავშვების მოდას, ორსულების ტანსაცმელსა და ბავშვის მოვლის პროდუქტებს ერთ სივრცეში. ჩვენ ვთავაზობთ მშობლებს ხარისხიან არჩევანს 0-14 წლამდე ბავშვებისთვის - როგორც საბაზისო საჭიროებებს, ასევე თანამედროვე ტრენდულ პროდუქციას.20 მილიონზე მეტი მომხმარებლის ნდობით, Orchestra აგრძელებს მხარდაჭერას ყველა იმ მშობლისთვის, ვინც პირველ ნაბიჯებს დგამს ამ მნიშვნელოვან ცხოვრების გზაზე. ✨ რატომ Dressup?ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სამსახურში თავს დაფასებულად და კომფორტულად გრძნობდე, ამიტომ გთავაზობთ:კორპორატიულ ფასდაკლებას Dressup-ის მაღაზიებში;3 თვის მუშაობის შემდეგ 500 ლარიან „დრესაპის“ ვაუჩერს;საიუბილეო და საქორწინო შვებულებას;საჩუქარს შვილის დაბადების შემთხვევაში;კარიერული განვითარებისა და დაწინაურების რეალურ შესაძლებლობას;ჯანმრთელობის დაზღვევას;FitPass-ის მომსახურებაზე განსაკუთრებულ პირობებს;მრავალფეროვან ბონუსებისა და მოტივაციის სისტემას. სამუშაო პირობები:ანაზღაურება: გამოცდილების მიხედვით; სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, ცვლებში (8 საათიანი ცვლა დღის მანძილზე, 1 საათი შესვენება);სამუშაო ადგილი: ს/ც "ისთ ფოინთი", მაღაზია "Orchestra". ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:გაყიდვების მართვა: სექციის გაყიდვების გეგმის შესრულება, ყოველდღიური შედეგების ანალიზი და გაუმჯობესების ნაბიჯების დაგეგმვა;KPI-ების მართვა: UPT, ATV, კონვერსია (CR%) და სხვა კომერციული მაჩვენებლების მონიტორინგი, გუნდის პროდუქტიულობის ზრდა;ასორტიმენტის ანალიზი: კვირეული რეპორტებით Top, Bottom და Zero Sales პროდუქციის ანალიზი და გაყიდვების შესაძლებლობების გამოვლენა;სავაჭრო სივრცის მართვა: სექციის კომერციული პრიორიტეტების განსაზღვრა და პროდუქციის ეფექტიანი განთავსება;VM სტანდარტები: პროდუქციის კომერციულად სწორი პრეზენტაცია და VM გუნდის რეკომენდაციების შესრულება;პროდუქციის ხელმისაწვდომობა: მოთხოვნადი მოდელებისა და ზომების მონიტორინგი, რიფლენიშმენთის პრიორიტეტების შეთანხმება საოპერაციო მენეჯერთან;გუნდის მართვა: ინდივიდუალური მიზნების დასახვა, სამუშაო ზონებისა და პასუხისმგებლობების გადანაწილება, შესრულების კონტროლი და რეგულარული უკუკავშირი;გუნდის განვითარება: პროდუქტის ცოდნის, გაყიდვის ტექნიკისა და მომსახურების სტანდარტების სწავლება, ყოველდღიური ქოუჩინგი;მომხმარებლის გამოცდილება: აქტიური მომსახურება, საჭიროებების გამოვლენა, სწორი პროდუქციის შეთავაზება და დამატებითი გაყიდვები;სექციის სტანდარტები: სავაჭრო დარბაზის წესრიგის, სისუფთავისა და მომსახურების სტანდარტების ყოველდღიური კონტროლი;კომერციული ინიციატივები: გაყიდვების ზრდისა და სექციის ეფექტიანობის გაუმჯობესების შესაძლებლობების გამოვლენა და განხორციელება. ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:საცალო გაყიდვების სფეროში მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება (უპირატესობად ჩაითვლება საბავშვო პროდუქციის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება);სასურველია უცხო ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.თანამშრომლისთვის მოტივაციისა და სათანადო გარემოს შექმნის უნარი;პრიორიტეტების განსაზღვრის , საქმის დაგეგმვისა და კოორდინაციის უნარი;კონფლიქტური და კრიზისული სიტუაციების მართვის უნარი;საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა. კანდიდატთა შერჩევა: გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV ატვირთეთ 2026 წლის 20 დეკემბრის ჩათვლით.დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.გისურვებთ წარმატებას!



