The posting
„დრესაპ ჯგუფი“ 32 წელია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს: Levi’s, Lacoste, CK, Tommy Hilfiger, Tommy Jeans, Gant, Samsonite, Guess, Lee, Wrangler, Jack & Jones, Mavi, Etam, Converse, Vans, Adidas და სხვა.კომპანია წარმოდგენილია 90-ზე მეტი მაღაზიით თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ზუგდიდში. ასევე, ონლაინ მაღაზიით - Dressup.ge.Gallery Accent არის მულტიბრენდული მაღაზია, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს მსოფლიოში ცნობილ მოდის ბრენდებს: Calvin Klein, GANT, Tommy Hilfiger, Lacoste, LIU JO, Barbour, Desigual და სხვა - ეძებს მაღაზიის უფროს მენეჯერს, რომელიც უხელმძღვანელებს დიდ გუნდს და პასუხისმგებელი იქნება მაღაზიის ყოველდღიურ მართვაზე, გუნდის განვითარებასა და კომერციული შედეგების გაუმჯობესებაზე.ეს არის მნიშვნელოვანი ლიდერული პოზიცია მასშტაბურ სავაჭრო სივრცეში, სადაც ერთიანდება გაყიდვები, საოპერაციო პროცესები, ვიზუალური მერჩენდაიზინგი და მომხმარებლის მომსახურება. თუ გაქვს გუნდის მართვის გამოცდილება, გიყვარს დინამიკური სამუშაო გარემო და მოტივირებული ხარ, მიაღწიო მაღალ შედეგებს - Gallery Accent-ში გელოდება შესაძლებლობა, გამოავლინო შენი ლიდერული პოტენციალი და პროფესიულად განვითარდე. ✨ რატომ Dressup?ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სამსახურში თავს დაფასებულად და კომფორტულად გრძნობდე, ამიტომ გთავაზობთ:კორპორატიულ ფასდაკლებას Dressup-ის მაღაზიებში;3 თვის მუშაობის შემდეგ 500 ლარიან „დრესაპის“ ვაუჩერს;საიუბილეო და საქორწინო შვებულებას;საჩუქარს შვილის დაბადების შემთხვევაში;კარიერული განვითარებისა და დაწინაურების რეალურ შესაძლებლობას;ჯანმრთელობის დაზღვევას;FitPass-ის მომსახურებაზე განსაკუთრებულ პირობებს;მრავალფეროვან ბონუსებისა და მოტივაციის სისტემას. სამუშაო პირობები:ანაზღაურება: გამოცდილების მიხედვით; სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, ცვლებში (8 საათიანი ცვლა დღის მანძილზე, 1 საათი შესვენება);სამუშაო ადგილი: რუსთაველის გამზირი #42, სავაჭრო ცენტრი "მერანი". ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:მაღაზიის მენეჯერის მთავარი ამოცანაა ძლიერი და შედეგზე ორიენტირებული გუნდის ჩამოყალიბება, ეფექტიანი სამუშაო პროცესების უზრუნველყოფა და მომხმარებლისთვის გამორჩეული სავაჭრო გამოცდილების შექმნა.კომპანია „დრესაპ ჯგუფის“ მაღაზიის ყოველდღიური საოპერაციო პროცესების მართვა და მაღაზიის შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფა;მაღაზიის ბიზნეს-გეგმისა და გაყიდვების მიზნების შესრულების მართვა; გუნდისთვის ინდივიდუალური და საერთო გაყიდვების მიზნების განსაზღვრა, კომუნიკაცია და შესრულების მონიტორინგი;გაყიდვების პროცესის მართვა მაღაზიაში - გუნდის ყოველდღიური მიმართულების მიცემა, გაყიდვების შედეგების ანალიზი და შედეგების გაუმჯობესების შესაბამისი ქმედებების დაგეგმვა;ძირითადი კომერციული KPI-ების (მათ შორის UPT, ATV, Conversion Rate და სხვა) მონიტორინგი და გაუმჯობესებაზე მუშაობა;მაღაზიის ვიზუალური სტანდარტების, VM გაიდლაინებისა და ბრენდის წარმოდგენის სტანდარტების დაცვაზე პასუხისმგებლობა; VM გუნდთან თანამშრომლობა და საჭიროების შემთხვევაში მაღაზიის ყოველდღიური ვიზუალური მოწესრიგების უზრუნველყოფა;რითეილ განყოფილებასთან აქტიური კომუნიკაცია და მაღაზიაში მიმდინარე პროცესების, შედეგების, გამოწვევებისა და საჭიროებების დროული გაზიარება;დაქვემდებარებული გუნდის მართვა, სამუშაო პროცესების ორგანიზება და დელეგირება; პერიოდული შეხვედრების გამართვა თანამშრომლების ინფორმირებულობის, ჩართულობისა და მოტივაციის უზრუნველსაყოფად;თანამშრომლების განვითარებასა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნვა, მათ შორის სამუშაო პროცესში უკუკავშირის მიწოდება და საჭიროების შემთხვევაში ქოუჩინგი;მომხმარებელთა მომსახურების კომპანიის სტანდარტების დანერგვა და ყოველდღიურ საქმიანობაში მათი შესრულების უზრუნველყოფა;მაღაზიის ნაშთების მართვა, პროდუქტის ხელმისაწვდომობის კონტროლი და ნაშთთან დაკავშირებული გამოწვევების დროული იდენტიფიცირება და შესაბამის გუნდებთან გადაჭრის გზების ინიცირება;მაღაზიაში წარმოქმნილი საოპერაციო და არასტანდარტული საკითხების დროული იდენტიფიცირება, გადაწყვეტა ან შესაბამის გუნდთან ესკალაცია;მაღაზიის სისუფთავის, მოწესრიგებულობის, პროდუქტის სწორად განთავსებისა და სავაჭრო სივრცის კომერციული მზადყოფნის ყოველდღიური კონტროლი. ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:Fashion retail-ში მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;პრემიუმ ტანისამოსის/ფეხსაცმლის კატეგორიაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;გაყიდვების, KPI-ებისა და კომერციული შედეგების მართვის გამოცდილება;არასტანდარტული სიტუაციების მართვის, მაღაზიის ყოველდღიური საოპერაციო საკითხების ეფექტურად ორგანიზებისა და დელეგირების უნარი;მომხმარებელთან მუშაობისა და სერვისის მართვის გამოცდილება;ლიდერული უნარები ;დიდი გუნდის მართვის პრაქტიკული გამოცდილება;თანამშრომლისთვის მოტივაციისა და სათანადო გარემოს შექმნის უნარი;არასტანდარტული სიტუაციების მართვის, მაღაზიის ყოველდღიური საოპერაციო საკითხების ეფექტურად ორგანიზებისა და დელეგირების უნარი;სასურველია უცხო ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა. კანდიდატთა შერჩევა: გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV ატვირთეთ 2026 წლის 10 ნოემბრის ჩათვლით.დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.გისურვებთ წარმატებას!



