The posting
„დრესაპ ჯგუფი“ 32 წელია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს: Levi’s, Lacoste, CK, Tommy Hilfiger, Tommy Jeans, Gant, Samsonite, Guess, Lee, Wrangler, Jack & Jones, Mavi, Etam, Converse, Vans, Adidas და სხვა. კომპანია წარმოდგენილია 90-ზე მეტი მაღაზიით თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ზუგდიდში. ასევე, ონლაინ მაღაზიით - Dressup.ge.„დრესაპ ჯგუფი“ აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე ქ.თბილისში. ✨ რატომ Dressup?ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სამსახურში თავს დაფასებულად და კომფორტულად გრძნობდე, ამიტომ გთავაზობთ:კორპორატიულ ფასდაკლებას Dressup-ის მაღაზიებში;3 თვის მუშაობის შემდეგ 500 ლარიან „დრესაპის“ ვაუჩერს;საიუბილეო და საქორწინო შვებულებას;საჩუქარს შვილის დაბადების შემთხვევაში;კარიერული განვითარებისა და დაწინაურების რეალურ შესაძლებლობას;ჯანმრთელობის დაზღვევას;FitPass-ის მომსახურებაზე განსაკუთრებულ პირობებს;მრავალფეროვან ბონუსებისა და მოტივაციის სისტემას. სამუშაო პირობები:ანაზღაურება: გამოცდილების მიხედვით; სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, ცვლებში (8 საათიანი ცვლა დღის მანძილზე, 1 საათი შესვენება). ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:კომპანია „დრესაპ ჯგუფის“ მაღაზიის საოპერაციო პროცესების მართვა და შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფა;მაღაზიის ბიზნეს გეგმის იმპლემენტაცია, თანამშრომლებისათვის ინდივიდუალურად დადგენილი გაყიდვების გეგმების მიწოდება და შემდგომი შესრულების მუდმივი მონიტორინგი;რითეილ განყოფილებასთან აქტიური კომუნიკაცია და ინფორმაციის გაცვლა, მაღაზიაში მიმდინარე აქტუალური პროცესების შესახებ;დაქვემდებარებილი თანამშრომლების მართვა, პერიოდული შეხვედრების გამართვა, აქტუალური საკითხების მათთვის გაცნობის, მათი ინფორმირებულობის, ჩართულობისა და მოტივაციის ამაღლების მიზნით;მაღაზიის ყოველდღიური მხარდაჭერა არსებული პრობლემების ოპერატიულად გადაჭრის უზრუნველსაყოფად;ნაშთის მენეჯმენტი და მასთან დაკავშირებული გამოწვევების გადაჭრის გზების ინიცირება;კომპანიაში არსებული მომხმარებელთა მომსახურების მაღალი სტანდარტის იმპლემენტაცია. ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:საცალო გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭება ტანსაცმლის/ფეხსაცმლის სფეროში მუშაობის გამოცდილებას);მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება; სასურველია უცხო ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.თანამშრომლისთვის მოტივაციისა და სათანადო გარემოს შექმნის უნარი;პრიორიტეტების განსაზღვრის , საქმის დაგეგმვისა და კოორდინაციის უნარი;კონფლიქტური და კრიზისული სიტუაციების მართვის უნარი;მოქნილობა და როტაციის მიმართ მზაობა;საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა. კანდიდატთა შერჩევა: გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV ატვირთეთ 2026 წლის 25 ოქტომბრის ჩათვლით.დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.გისურვებთ წარმატებას!



