The posting
„დრესაპ ჯგუფი“ 32 წელია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს: Levi’s, Lacoste, CK, Tommy Hilfiger, Tommy Jeans, Gant, Samsonite, Guess, Lee, Wrangler, Jack & Jones, Mavi, Etam, Converse, Vans, Adidas და სხვა.კომპანია წარმოდგენილია 90-ზე მეტი მაღაზიით თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ზუგდიდში. ასევე, ონლაინ მაღაზიით - Dressup.ge.„დრესაპ ჯგუფი“ აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის მენეჯერის თანაშემწის პოზიციაზე ქ.თბილისში. ✨ რატომ Dressup?ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სამსახურში თავს დაფასებულად და კომფორტულად გრძნობდე, ამიტომ გთავაზობთ:კორპორატიულ ფასდაკლებას Dressup-ის მაღაზიებში;3 თვის მუშაობის შემდეგ 500 ლარიან „დრესაპის“ ვაუჩერს;საიუბილეო და საქორწინო შვებულებას;საჩუქარს შვილის დაბადების შემთხვევაში;კარიერული განვითარებისა და დაწინაურების რეალურ შესაძლებლობას;ჯანმრთელობის დაზღვევას;FitPass-ის მომსახურებაზე განსაკუთრებულ პირობებს;მრავალფეროვან ბონუსებისა და მოტივაციის სისტემას. სამუშაო პირობები:ანაზღაურება: გამოცდილების მიხედვით; სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, ცვლებში (8 საათიანი ცვლა დღის მანძილზე, 1 საათი შესვენება). ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:მაღაზიის მენეჯერის დახმარება თანამშრომელთა მართვის, ადმინისტრაციული პროცესების მართვისა და ტექნიკურ-სამეურნეო პროცესების მართვის საკითხებში;მოლარეებისა და კონსულტანტების დასწრებისა და სამუშაო ადგილზე დროულად გამოცხადების მონიტორინგი;მომხმარებლებისათვის კონსულტაციის გაწევა - პროდუქციის შეთავაზება, მათი ინფორმირება, პროდუქციის შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება;სალაროს ოპერაციების მონიტორინგი;მენეჯერის არყოფნის შემთხვევაში, მოლარეებისა და კონსულტანტების მიერ მომსახურების სტანდარტების, სამუშაოს აღწერილობის, დრესკოდისა და შინაგანაწესის პუნქტების შესრულების მონიტორინგი და დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება;მენეჯერის არყოფნის შემთხვევაში, ყოველდღიური შეხვედრების მოწყობა თანამშრომლებთან, გაყიდვების გეგმის გადანაწილება, ინფორმაციის მიწოდება კომპანიაში არსებული სიახლეებისა და მიმდინარე აქციების შესახებ;მენეჯერის არყოფნის შემთხვევაში, აქციასა და სეზონურ ფასაკლებასთან დაკავშირებული პროცესის მართვა და მონიტორინგი; ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:საცალო გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭება ტანსაცმლის/ფეხსაცმლის სფეროში მუშაობის გამოცდილებას);სასურველია უცხო ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.თანამშრომლისთვის მოტივაციისა და სათანადო გარემოს შექმნის უნარი;პრიორიტეტების განსაზღვრის , საქმის დაგეგმვისა და კოორდინაციის უნარი;კონფლიქტური და კრიზისული სიტუაციების მართვის უნარი;მოქნილობა და როტაციის მიმართ მზაობა;საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა. კანდიდატთა შერჩევა: გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV ატვირთეთ 2026 წლის 25 ოქტომბრის ჩათვლით.დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.გისურვებთ წარმატებას!



