The posting
„დრესაპ ჯგუფი“ 32 წელია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს: Levi’s, Lacoste, CK, Tommy Hilfiger, Tommy Jeans, Gant, Samsonite, Guess, Lee, Wrangler, Jack & Jones, Mavi, Etam, Converse, Vans, Adidas და სხვა.კომპანია წარმოდგენილია 90-ზე მეტი მაღაზიით თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ზუგდიდში. ასევე, ონლაინ მაღაზიით - Dressup.ge.„დრესაპ ჯგუფი“ ეძებს ფინანსური ანგარიშგების ოფიცერს ქ. თბილისში: გთავაზობთ შემდეგ სამუშაო ფორმატს:სამუშაო გრაფიკი -კვირაში 40 სთ;სამუშაო ადგილი - სათაო ოფისი, დ. გამრეკელის ქ. #19. ✨ რატომ Dressup?ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სამსახურში თავს დაფასებულად და კომფორტულად გრძნობდე, ამიტომ გთავაზობთ:კორპორატიულ ფასდაკლებას Dressup-ის მაღაზიებში;საიუბილეო და საქორწინო შვებულებას;საჩუქარს შვილის დაბადების შემთხვევაში;კარიერული განვითარებისა და დაწინაურების რეალურ შესაძლებლობას;ჯანმრთელობის დაზღვევას;FitPass-ის მომსახურებაზე განსაკუთრებულ პირობებს. ამ პოზიციაზე შენი მოვალეობები იქნება:ფინანსური და მმართველობითი ანგარიშგების მომზადება;ბიუჯეტირებისა და ფინანსური პროგნოზირების პროცესში მონაწილეობა;ფაქტობრივი და დაგეგმილი მაჩვენებლების გადახრების ანალიზი;ხარჯებისა და ბიზნესერთეულების/ბრენდების მომგებიანობის ანალიზი;GL Mapping-ისა და ფინანსური მონაცემების შედარება-შეთანხმება;სასესხო პორტფელისა და ფინანსური ვალდებულებების მონიტორინგი;IFRS კორექტირებებისა და აუდიტისთვის საჭირო მასალების მომზადება;ფინანსური მოდელების, What-if/Scenario ანალიზებისა და მენეჯმენტისთვის საჭირო გათვლების მომზადება;ცვლადი ანაზღაურების, ბონუსებისა და საკომისიოების გაანგარიშება;ფინანსური პროცესების ოპტიმიზაცია და ავტომატიზაცია. შენგან კი დაგვჭირდება:მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება ფინანსური ანგარიშგების, აუდიტის, ფინანსური ანალიზის ან მმართველობითი აღრიცხვის მიმართულებით;უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;ფინანსური ანგარიშგების, საბუღალტრო მონაცემების, ბიუჯეტირებისა და პროგნოზირების კარგი ცოდნა;IFRS-ის ცოდნა და შესაბამისი გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;Excel-ის მაღალ დონეზე ფლობა და დიდი მოცულობის მონაცემებთან მუშაობის გამოცდილება;Power BI, SQL ან Python-ის ცოდნა და ავტომატიზაციის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;მრავალფილიალიან, საცალო ან დიდი მოცულობის ფინანსურ ოპერაციებთან დაკავშირებულ კომპანიაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;ძლიერი ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება, მაღალი სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა;პრობლემების დამოუკიდებლად იდენტიფიცირებისა და გადაჭრის უნარი;ორგანიზებულობა, პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა და ვადების დაცვის უნარი;პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და კონფიდენციალურ ინფორმაციასთან მუშაობის უნარი. კანდიდატთა შერჩევაგთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV/რეზიუმე ატვირთეთ 2026 წლის 15 ნოემბრის ჩათვლით.დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.გისურვებთ წარმატებას!



