The posting
„დრესაპ ჯგუფი“ 32 წელია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს: Levi’s, Lacoste, CK, Tommy Hilfiger, Tommy Jeans, Gant, Samsonite, Guess, Lee, Wrangler, Jack & Jones, Mavi, Etam, Converse, Vans, Adidas და სხვა.კომპანია წარმოდგენილია 90-ზე მეტი მაღაზიით თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ზუგდიდში. ასევე, ონლაინ მაღაზიით - Dressup.ge.Dressup.ge - მოდის სფეროში საქართველოში წამყვანი ელექტრონული კომერციის პლატფორმაა, რომელიც აერთიანებს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს - ეძებს E-commerce ციფრული რეკლამის უფროს სპეციალისტს. ✨ რატომ Dressup?ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სამსახურში თავს დაფასებულად და კომფორტულად გრძნობდე, ამიტომ გთავაზობთ:კორპორატიულ ფასდაკლებას Dressup-ის მაღაზიებში;საიუბილეო და საქორწინო შვებულებას;კარიერული განვითარებისა და დაწინაურების რეალურ შესაძლებლობას;ჯანმრთელობის დაზღვევას;FitPass-ის მომსახურებაზე განსაკუთრებულ პირობებს;იდეების წახალისებას/მხარდაჭერას. სამუშაო პირობები:სამუშაო გრაფიკი -კვირაში 40 სთ;ანაზღაურება - გამოცდილების მიხედვით;სამუშაო ადგილი - სათავო ოფისი, დ. გამრეკელის ქ. #19. ამ პოზიციაზე შენი მოვალეობები იქნება:ციფრული სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა და მედია გეგმის მომზადება ბიზნესისა და მარკეტინგული მიზნების შესაბამისად;სარეკლამო კამპანიების დამოუკიდებლად აწყობა და მართვა სხვადასხვა ციფრულ პლატფორმაზე;კამპანიების ყოველდღიური მონიტორინგი, ოპტიმიზაცია და შედეგებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება;სარეკლამო ბიუჯეტის დაგეგმვა, განაწილება და ეფექტიანობის მუდმივი კონტროლი;ძირითადი მაჩვენებლების ROAS, CAC/CPA, Conversion Rate, Revenue და სხვა KPI-ების ანალიზი;კამპანიების სტრუქტურის, აუდიტორიების, კრეატივების, bidding-ისა და placement-ების ტესტირება და ოპტიმიზაცია;Tracking-ისა და მონაცემების სისწორის კონტროლი, მათ შორის GA4-ის, Pixel-ის/Conversion Tracking-ისა და UTM-ების გამართულობის მონიტორინგი და პრობლემების იდენტიფიცირება;პერიოდული რეპორტინგი, შედეგების ანალიზი და კონკრეტული რეკომენდაციების მომზადება;ციფრული რეკლამის ახალი შესაძლებლობებისა და ტრენდების მოძიება, შეფასება და დანერგვა;Dressup.ge-ის სამუშაო პროცესებიდან გამომდინარე სხვა საჭირო დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში. შენგან კი დაგვჭირდება:ციფრული რეკლამის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;E-commerce/Performance Marketing-ის მიმართულებით პრაქტიკული გამოცდილება;Meta Ads Manager-ისა და Google Ads-ის მაღალ დონეზე ცოდნა და კამპანიების დამოუკიდებლად მართვის გამოცდილება;Google Analytics 4-ის ცოდნა და მონაცემების ანალიზის პრაქტიკული გამოცდილება;მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებისა და ანალიტიკური აზროვნების უნარი;Tracking-ისა და attribution-ის ძირითადი პრინციპების ცოდნა;უპირატესობად ჩაითვლება დამატებით სარეკლამო და ანალიტიკურ პლატფორმებთან მუშაობის გამოცდილება;ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე;პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი. კანდიდატთა შერჩევაგთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV/რეზიუმე ატვირთეთ 2026 წლის 10 ნოემბრის ჩათვლით. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.გისურვებთ წარმატებას!



