The posting
„დრესაპ ჯგუფი“ 32 წელია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს: Levi’s, Lacoste, CK, Tommy Hilfiger, Tommy Jeans, Gant, Samsonite, Guess, Lee, Wrangler, Jack & Jones, Mavi, Etam, Converse, Vans, Adidas და სხვა.კომპანია წარმოდგენილია 90-ზე მეტი მაღაზიით თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ზუგდიდში. ასევე, ონლაინ მაღაზიით - Dressup.ge.Dressup.ge - მოდის სფეროში საქართველოში წამყვანი ელექტრონული კომერციის პლატფორმაა, რომელიც აერთიანებს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს - ეძებს კურიერის, საკუთარი მოპედით. სამუშაო პირობები: სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი; სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, სამუშაო საათები: 3 დღე - 09:00-18:00 სთ, 2 დღე - 13:00-22:00 სთ;ანაზღაურება: ფიქსირებული 1000 ლარი + ბონუსი (საშუალო ანაზღაურება 2200 ლარიდან)საწვავით უზრუნველყოფა;მობილური ლიმიტი. ✨ რატომ Dressup?ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სამსახურში თავს დაფასებულად და კომფორტულად გრძნობდე, ამიტომ გთავაზობთ:კორპორატიულ ფასდაკლებას Dressup-ის მაღაზიებში;საიუბილეო და საქორწინო შვებულებას;საჩუქარს შვილის დაბადების შემთხვევაში;კარიერული განვითარებისა და დაწინაურების რეალურ შესაძლებლობას;ჯანმრთელობის დაზღვევას;FitPass-ის მომსახურებაზე განსაკუთრებულ პირობებს. ამ პოზიციაზე შენი მოვალეობები იქნება:საკურიერო მომსახურების განხორციელებისას კომპანიის მომსახურების სტანდარტის დაცვა;გზავნილის დროულად მიწოდება ადრესატთან, არ/ვერ ჩაბარების შემთხვევაში კომპანიის მიერ დაწესებული ტექსტით შეტყობინების გაგზავნა მომხმარებელთან;საიტზე არსებული სხვადასხვა მიწოდების სერვისის გათვალისწინებით ამანათების ჩაბარება;საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი მიწოდების სერვისით ამანათის ჩაბარებისას, მომხმარებელთან დალოდება და ბანკის ტერმინალების გამოყენაბა;გასაცვლელი/დასაბრუნებელი პროდუქციის ოპერაციულ გუნდთან დაბრუნება;საკურიერო მომსახურების ჯეროვნად შესრულებისთვის ნებისმიერი ხელისშემშლელი ფაქტორის შესახებ უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება; შენგან კი დაგვჭირდება:აუცილებელია მოპედის ფლობა; საგზაო ნიშნებისა და უსაფრთხოების წესების ცოდნა;სასურველია მსგავსი მიმართულებით სამუშაო გამოცდილება;ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენის საკომუნიკაციო ენაზე ფლობა;პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;დეტალებზე ორიენტირებულობა;მომხმარებელსა და მომსახურების ხარისხზე ორიენტირებულობა;გუნდური მუშაობის უნარი;პუნქტუალურობა. კანდიდატთა შერჩევა გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV/რეზიუმე ატვირთეთ 2026 წლის 20 ოქტომბრის ჩათვლით.დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.გისურვებთ წარმატებას!



