The posting
„დრესაპ ჯგუფი“ 32 წელია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს: Levi’s, Lacoste, CK, Tommy Hilfiger, Tommy Jeans, Gant, Samsonite, Guess, Lee, Wrangler, Jack & Jones, Mavi, Etam, Converse, Vans, Adidas და სხვა.კომპანია წარმოდგენილია 90-ზე მეტი მაღაზიით თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ზუგდიდში. ასევე, ონლაინ მაღაზიით - Dressup.ge.„დრესაპ ჯგუფი“ აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე, ქ.თბილისში. გთავაზობთ შემდეგ სამუშაო ფორმატს:სამუშაო გრაფიკი -კვირაში 40 სთ;სამუშაო ადგილი - სათაო ოფისი, დ. გამრეკელის ქ. #19. ✨ რატომ Dressup?ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სამსახურში თავს დაფასებულად და კომფორტულად გრძნობდე, ამიტომ გთავაზობთ:კორპორატიულ ფასდაკლებას Dressup-ის მაღაზიებში;საიუბილეო და საქორწინო შვებულებას;საჩუქარს შვილის დაბადების შემთხვევაში;კარიერული განვითარებისა და დაწინაურების რეალურ შესაძლებლობას;ჯანმრთელობის დაზღვევას;FitPass-ის მომსახურებაზე განსაკუთრებულ პირობებს. ამ პოზიციაზე შენი მოვალეობები იქნება:პირველადი ბუღალტრული დოკუმენტაციის მიღება, შემოწმება და პროგრამული აღრიცხვა IFRS სტანდარტებისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად;ძირითადი საშუალებების და არამატერიალური აქტივების მიღების, გადაადგილების, ექსპლუატაციაში მიღების, რემონტის , ჩამოწერის და რეალიზაციის ოპერაციების აღრიცხვა;ძირითადი საშუალებების მოძრაობის დოკუმენტაციის ასახვა შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ პორტალზე, ძირითად საშუალებებთან დაკავშირებული სატრანზიტო ანგარიშების ნაშთის კონტროლი;ძირითადი საშუალებების ცვეთის დარიცხვა, გადაფასების/ღირებულების ცვლილების აღრიცხვა;სხვადასხვა სახის ხარჯების კლასიფიცირება და პროგრამული აღრიცხვა (მ.შ საწვავები, ქონების დაზღვევა და სხვ.) შესაბამის დეპარტამენტებთან აქტიური კომუნიკაცია და საჭირო ინფორმაციის მოძიება;ინვენტარიზაციის პროცესში ჩართულობა და ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი სხვაობების იდენთიფიცირებაში მონაწილეობა, ინვენტარიზაციის შედეგების ბუღალტრულ პროგრამაში დროული და ზუსტი ასახვა;კრედიტორული დავალიანების კონტროლი და შედარების აქტების გაფორმება;აუდიტთან უერთიერთობის ფარგლებში, უშუალო ხელმძღვანელის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის დროული მიწოდება;უშუალო ხელმძღვანელის მიერ მითითებული სხვადასხვა დავალებების შესრულება, რაც პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულია მის საქმიანობასთან. შენგან კი დაგვჭირდება:მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ბუღალტერიის მიმართულებით;უმაღლესი განათლება ფინანსების, ბუღალტერიის ან ეკონომიკის მიმართულებით;MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა;საბუღალტრო პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;ანალიტიკური აზროვნება;დეტალებზე ორიენტირებულობა. კანდიდატთა შერჩევაგთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV/რეზიუმე ატვირთეთ 2026 წლის 20 ოქტომბრის ჩათვლით.დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.გისურვებთ წარმატებას!



