The posting
„დრესაპ ჯგუფი“ 32 წელია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს: Levi’s, Lacoste, CK, Tommy Hilfiger, Tommy Jeans, Gant, Samsonite, Guess, Lee, Wrangler, Jack & Jones, Mavi, Etam, Converse, Vans, Adidas და სხვა. კომპანია წარმოდგენილია 90-ზე მეტი მაღაზიით თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ზუგდიდში. ასევე, ონლაინ მაღაზიით - Dressup.ge. „დრესაპ ჯგუფი“ აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის - პროდუქციის აწყობის სპეციალისტის პოზიციაზე, ჩვილბავშვთა და ახალბედა მშობლებისთვის განკუთვნილ მაღაზიაში - Orchestra, ქ. რუსთავში. სამუშაო პირობები: სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 სთ, 5 სამუშაო დღე, ცვლებში;ანაზღაურება: ფიქსირებული 1200 ლარი + ბონუსი;სამუშაო ადგილი: ქ. რუსთავი.✨ რატომ Dressup?ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სამსახურში თავს დაფასებულად და კომფორტულად გრძნობდე, ამიტომ გთავაზობთ:კორპორატიულ ფასდაკლებას Dressup-ის მაღაზიებში;3 თვის მუშაობის შემდეგ 500 ლარიან „დრესაპის“ ვაუჩერს;საიუბილეო და საქორწინო შვებულებას;საჩუქარს შვილის დაბადების შემთხვევაში;კარიერული განვითარებისა და დაწინაურების რეალურ შესაძლებლობას;ჯანმრთელობის დაზღვევას;FitPass-ის მომსახურებაზე განსაკუთრებულ პირობებს;მრავალფეროვან ბონუსებისა და მოტივაციის სისტემას. ფუნქციები და მოვალეობები:საწყობში პროდუქციის მიღება, სწორად განთავსება და აღრიცხვა;•საწყობის წესრიგის უზრუნველყოფა;•მაღაზიაში საჩვენებელი ავეჯის აწყობა;•მომხმარებლის მიერ შეძენილი ავეჯის უსაფრთხო ჩატვირთვა მომხმარებლის ავტომობილში;•საჭიროების შემთხვევაში შეძენილი პროდუქციის მიწოდება მომხმარებლის მისამართზე •საბავშვო ავეჯის პროფესიული აწყობა მომხმარებლის სახლში, უსაფრთხოების სტანდარტების დაცვით;•(საწოლები, სკამები, კარადები და სხვა საბავშვო ავეჯი)•პროდუქციის უსაფრთხო ტრანსპორტირება;•მომხმარებელთან კორექტული და თავაზიანი კომუნიკაცია მიწოდება/აწყობის პროცესში. საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და პუნქტუალურობა;•ფიზიკური გამძლეობა და აქტიური სამუშაოს შესრულების უნარი;•ტექნიკური/ხელსაქმის უნარები (ავეჯის აწყობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);•გუნდურად მუშაობის უნარი;•სისუფთავისა და წესრიგის დაცვა სამუშაო სივრცეში. კანდიდატთა შერჩევა გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში ატვირთეთ თქვენი CV/რეზიუმე 2026 წლის 15 ნოემბრის ჩათვლით.გისურვებთ წარმატებას!



