The posting
„დრესაპ ჯგუფი“ 32 წელია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს: Levi’s, Lacoste, CK, Tommy Hilfiger, Tommy Jeans, Gant, Samsonite, Guess, Lee, Wrangler, Jack & Jones, Mavi, Etam, Converse, Vans, Adidas და სხვა.კომპანია წარმოდგენილია 90-ზე მეტი მაღაზიით თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ზუგდიდში. ასევე, ონლაინ მაღაზიით - Dressup.ge.„დრესაპ ჯგუფი“ აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე ქ. თბილისში. ✨ რატომ Dressup?ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სამსახურში თავს დაფასებულად და კომფორტულად გრძნობდე, ამიტომ გთავაზობთ:კორპორატიულ ფასდაკლებას Dressup-ის მაღაზიებში;საიუბილეო და საქორწინო შვებულებას;საჩუქარს შვილის დაბადების შემთხვევაში;კარიერული განვითარებისა და დაწინაურების რეალურ შესაძლებლობას;ჯანმრთელობის დაზღვევას;FitPass-ის მომსახურებაზე განსაკუთრებულ პირობებს. სამუშაო პირობები: ანაზღაურება - ფიქსირებული 1400 ლარი, შემდგომი გადახედვისა და ზრდის პერსპექტივით;სამუშაო გრაფიკი - 5 სამუშაო დღე, მოქნილი სამუშაო გრაფიკი (10:00-19:00 სთ ან 14:00-23:00 სთ) 1 საათი შესვენება, 2 დღე დასვენება ;სამუშაო ადგილი - ქ.თბილისი, გუდაუთის ქუჩა 7, მეტრო წერეთელთან. ფუნქციები და მოვალეობები:საწყობში მიმდინარე პროცესებში ჩართულობა (კოლექციის მიღება, დალაგება და ა.შ.);საწყობში შეკვეთების გამზადება წინასწარ გაწერილი რაოდენობების მიხედვით;საჭიროების შემთხვევაში სხვა დამატებითი საქმიანობა კომპეტენციის ფარგლებში. საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:ორგანიზებულობა/მოწესრიგებულობა;დეტალებზე ორიენტირებულობა;პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;კეთილსინდისიერება. კანდიდატთა შერჩევაგთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV/რეზიუმე ატვირთეთ 2026 წლის 5 ნოემბრის ჩათვლით, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.გისურვებთ წარმატებას!



