The posting
„დრესაპ ჯგუფი“ 32 წელია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს: Levi’s, Lacoste, CK, Tommy Hilfiger, Tommy Jeans, Gant, Samsonite, Guess, Lee, Wrangler, Jack & Jones, Mavi, Etam, Converse, Vans, Adidas და სხვა.კომპანია წარმოდგენილია 90-ზე მეტი მაღაზიით თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ზუგდიდში. ასევე, ონლაინ მაღაზიით - Dressup.ge.„დრესაპ ჯგუფი“ აცხადებს ვაკანსიას ინვენტარიზაციის სპეციალისტის პოზიციაზე ქ. თბილისში: სამუშაო პირობები: სამუშაო გრაფიკი: დღეში 8 საათი, კვირაში 5 სამუშაო დღე (საჭიროებიდან გამომდინარე, არანორმირებული განრიგით მუშაობა);სამუშაო ადგილი: თბილისის სხვადასხვა ლოკაციაზე მდებარე კომპანიის მაღაზიები. ✨ რატომ Dressup?ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სამსახურში თავს დაფასებულად და კომფორტულად გრძნობდე, ამიტომ გთავაზობთ:კორპორატიულ ფასდაკლებას Dressup-ის მაღაზიებში;საიუბილეო და საქორწინო შვებულებას;საჩუქარს შვილის დაბადების შემთხვევაში;კარიერული განვითარებისა და დაწინაურების რეალურ შესაძლებლობას;ჯანმრთელობის დაზღვევას;FitPass-ის მომსახურებაზე განსაკუთრებულ პირობებს. ამ პოზიციაზე შენი მოვალეობები იქნება:მაღაზიათა ქსელში/საწყობში არსებული მარაგების აღწერა და შედარება კომპანიის მიერ შემუშავებული სტანდარტების შესაბამისად;არსებული სასაქონლო ნაშთების პროგრამული და ფიზიკური მონიტორინგი;ინვენტარიზაციის პროცესის დაგეგმვა, ორგანიზება, წარმართვა, რეპორტის მომზადება.შენგან კი დაგვჭირდება:ინვენტარიზაციის მიმართულების მუშაობის გამოცდილება (სასურველია საცალო გაყიდვების სფეროში);აუცილებელია Excel-ის საშუალო დონეზე ცოდნა (საბაზისო ფუნქციები: vlookup, sumifs, countifs, index, match, if, concatenate, ფილტრი, ბაზის დალაგება);დეტალებზე ორიენტირებულობა;ორგანიზებულობა;პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა. კანდიდატთა შერჩევაგთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV/რეზიუმე ატვირთეთ 2026 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით.დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.გისურვებთ წარმატებას!



